ოფიციალური შეთავაზება გაკეთდა - სერია A-ს კლუბი საზონოვის სანაცვლოდ 2 მილიონს იხდის

AutoSharing Option
რუსული "სპორტ ექსპრესის" ინფორმაციით, სერია A-ს ბინადარმა "უდინეზემ" მოსკოვის "დინამოს" საბა საზონოვის ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა.

იტალიელები მზად არიან, ქართველი მცველის სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო გაიღონ. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას უახლოეს დღეებში ზაგრების "დინამოც" გეგმავს.

ადრე დაიწერა, რომ საზონოვით ლიგა 1-ის ბინადარი "ლიონი" იყო დაინტერესებული და დიდი ალბათობით, ჩვენებურს შეიძენდა, შემდეგ კი ბელგიაში გაანათხოვრებდა, რაც არ დადასტურდა.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 კვირაა დარჩენილი და ქართველსაც გუნდის გამოსაცვლელად ეს პერიოდი აქვს დარჩენილი.
მკითხველის კომენტარები / 15 /
რაღაც გაუგებარია აქ ხალხი მოსკოვის დინამოს მაგივრად რას ნერვიულობს. ისეც მომხდარა კაპიკიც ვერ აუღიათ! გაისად საერთოდ უფასოდ წავა თუ რუსები ახლა ამ თანხას არ დათანხმდებიან. წარმატებები საბას!
არტ
20:42 24-08-2023
1
1 წელი აქვს დარჩენილი კონტრაქტის ამოწურვამდე, ტრანსფერმარკეტზე 3 მილიონი ღირს და არცაა გასაკვირი მეტის გადახდა რომ არ უნდათ. საბა მენანება კიდე ერთი წლით რუსეთში, თორემ მაგათ 1 ევრო არ უნდა მისცე
Haaland
18:45 24-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული