სერია A-ს მეორე ტურში „ფროზინონემ“ სახლში „ატალანტა“ 2:1 დაამარცხა.
იტალიის ელიტარულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ "ფროზინონემ" პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მასპინძელთა გუნდში გიორგი კვერნაძე მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ სათადარიგოთა შორის დატოვა.
„ფროზინონეს“ 3 ქულა აქვს და 2 სექტემბერს გასვლაზე „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.
ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - ატალანტა 2:1
გოლები: 1:0 ჰარუი (5), 2:0 მონტერიზი (24), 2:1 საპატა (56)