საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურში „მეცმა“ გასვლაზე „კლერმონი“ 1:0 დაამარცხა.
გოლი 69-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. მან ზედიზედ მეორე მატჩში მოახერხა მეტოქეთა კარის დალაშქვრა. გიორგი 86-ე წუთზე შეცვალეს.
„მეცი“ 4 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 3 სექტემბერს „რეიმსს“ უმასპინძლებს, მაგრამ უცნობია მიიღებს თუ არა მომავალ შეხვედრაში მონაწილეობას ქართველი, რადგან მის გადაბირებას რამდენიმე კლუბი ცდილობს.
კლერმონ-ფერანი. „გაბრიელ მონპე“
კლერმონი - მეცი 0:1
გოლი: მიქაუტაძე (69)