მიქაუტაძე ამსტერდამშია - კლუბები ტრანსფერის ფასს ათანხმებენ

AutoSharing Option
ნიდერლანდურ მედიაში გიორგი მიქაუტაძის "აიაქსში" სავარაუდო გადასვლა აქტიურად შუქდება. Telegraaf-ი წერს, რომ ქართველი გუშინ საღამოს დანიშნულების ადგილზე ჩავიდა, დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 31 აგვისტოს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩს დაესწრება, რომელშიც "აიაქსი" "ლუდოგორეცს" უმასპინძლებს (ბულგარეთში აიაქსმა 4:1 მოიგო).

გამოცემა აღნიშნავს, რომ "აიაქსს" "ატლანტა იუნაიტედის" 22 წლის არგენტინელი შემტევი ნახევარმცველის, ტიაგო ალმადას შეძენა სურდა, მაგრამ ძალიან ძვირი დაუფასეს და ამის შემდეგ გადაერთნენ მიქაუტაძის ტრანსფერზე.

ad.nl-ის ცნობით, "აიაქსი" გიორგის დუშან ტადიჩის მემკვიდრედ განიხილავს და "მეცთან" მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებს ამსტერდამული
კლუბის სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი.

"აიაქსი" მზადაა მიქაუტაძეში 15 მილიონი ევრო და 5 მილიონი ბონუსების სახით გადაიხადოს, "მეცი" კი 17+3 მილიონს ითხოვს და ფრანგული პრესის მტკიცებით, კლუბების მიერ შეთანხმების მიღწევა მხოლოდ დროის საკითხია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მშვენიერია, ზუსტად მიქასთვის ზედგამოჭრილი გუნდია აიაქსი,დარტყმებსაც დაამუღამებს და დრიბლინგსაც და მერეე, ჰერი ჰერი ან ინგლის - გერმანიაში, ან ესპანეთში.
მალხაზ ჯობავა
13:03 29-08-2023
0
Anu ajaxis gulshematkivrobasac viwyebt
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული