"ჟორჟი, ჩვენი ახალი ქართველი" - რა ვიდეოთი წარადგინა "აიაქსმა" მიქაუტაძე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამსტერდამის "აიაქსმა" რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ "მეციდან" საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე შეიძინა.

ნიდერლანდურმა გუნდმა სოციალურ ქსელში ჩვენებურის წარდგენის ვიდეოც გაავრცელა, რასაც ასეთი წარწერა დაურთო - "ჟორჟი, ჩვენი ახალი ქართველი".

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელი "აიაქსში" 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, რასაც 3 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.

მიქაუტაძე გიორგი ქინქლაძისა და შოთა არველაძის შემდეგ გახდება მესამე ფეხბურთელი, რომელიც ამსტერდამული გრანდის მაისურს მოირგებს.  ის ნიდერლანდურ გუნდში მე-19 ნომრით იასპარეზებს.

altოფიციალურად: გიორგი მიქაუტაძე "აიაქსის" ფეხბურთელია

მკითხველის კომენტარები / 12 /
ქინქი აიაქსში ყოფნის დროს უკვე მაგრად იყო ავად ვარსკვლავური დაავადებით ამიტომაც არავის ახსოვს.რაც შეეხება შოთას იგი ყველგან უყვართ სადაც კი უთამაშია იმიტომ რომ მაგარი კაცია
ამაშია საქმე
30 აგვისტო 2023 21:01
1
ჩვენს ჟორჟიკას, წარმატებები!
gia
30 აგვისტო 2023 20:00
0
რა საამაყაოა! ვულოცავ გიორგის ამ ძალიან მაგარ ტრანსფერს ეს ის კლუბია სადაც იგი უფრო მაგრად განვითარდებოდა ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა გახსნილი ლაღი შემტევი ფეხბურთის თამაში უყვარს და სწორედ ასეთ გუნდში მოხვდა დარწმუნებულია აქაც არ მოუწევს დიდიხანი გაჩერება შემდეგი ტრანსფერი 100 მილიონია! გილოცავ საქართველო ეს დღეც დადგა რომლოს ოცნებაც კი ვერ წარმოგვედგინა საქართველოს ნაკრებს რომ ჩახედავ ჩვენი ბიჭების კლუბების დასახელება ნამდვილად ყველას მოწიწების შეგრძნებას გაუჩენს ადრე როგორც იყო საქართველოზე ყოველთვის აუთსაიდერზე ისე ლაპარაკობდნენ ეს ასე ვეღარ იქნება. საზანოვის ტრანსფერი დასრულდა ტორინოში დღეს თუ ვერა ხვალ წარადგენენ უკვე!
T.q
30 აგვისტო 2023 15:31
0
ინტერვიუ
https://youtu.be/EwTfekCGkso?si=WbhdEYQr-kgpXEVt
ქ. გ.
30 აგვისტო 2023 13:58
0
ვიდეო
https://youtu.be/lvJeHMUsp7A?si=WVvQVEVdLRrbA5g8
ქ. გ.
30 აგვისტო 2023 13:48
0
რა კარგი წარდგანა ჰქონდა❤️
ნინო
30 აგვისტო 2023 13:07
1
საამაყო ფაქტია
გიორგი
30 აგვისტო 2023 12:57
0
გიორგიზე უკეთესი სახელი, ქართველისთვის, დედამიწაზე არ არსებობს.
.
30 აგვისტო 2023 12:53
3
ჩემს გოგოსაც გიორგის დავარქმევ რომ დაიბადება
ქართველი
31 აგვისტო 2023 01:36
0
შენ გენაცვალე ტრანსფერში, თანამედროვე ბიჭი ხარ რაა, კაი კიდე ჯუღელს არ იცნობდი თორე შენც იტყოდი ჩემი ოჯახის ახლობელია და დაუჯერო უნდაო , მაგ გაზიკა ტიპმა რა ტრანფერი იცის,
აჩი**
30 აგვისტო 2023 12:03
14
ჟორჟს არასწორად წერთ, გამოითქმის ჟოღჟ!!!
The
30 აგვისტო 2023 11:37
14
შენა , ,,შანიძევ " , დაწერილსა და გამოთქმას შორის განსხვავებას არჩევ ? არა და როგორი ნიკი გაქვს , The - ))
gpi
30 აგვისტო 2023 16:52
2

სიახლეები პოპულარული