გიორგი აბუაშვილი "პორტუდან" "პეტროლულში" გადავიდა

AutoSharing Option
21 წლის ნახევარმცველმა გიორგი აბუაშვილმა "პორტუ" დატოვა და რუმინეთის ქალაქ პლოეშტის "პეტროლულში" გადავიდა.

აბუაშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია, "პორტუში" 2021 წლის 23 მაისს ჩაირიცხა (ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა), პირველ გუნდში თამაშის საშუალება კი არ მიეცა. გიორგი საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი იყო.

"პეტროლული" 7 ტურის შემდეგ რუმინეთის ჩემპიონატზე 12 ქულით მეოთხე ადგილზეა და 1-ელ სექტემბერს "ოცელულს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ პორტუსნაირ გუნდში ვერ დაიმკვიდრა თავი და დაბალი დონის გუნდსა და ჩემპიონატში უწევს გადასვლა, მაგრამ არაუშავს. ასაკი ხელს უწყობს და პოტენციალი თუ არის ჯერ კიდევ შეიძლება უმაღლეს დონემდე ასვლა. სათამაშო დრო და გამოცდილება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ასე რომ გული არ უნდა გაიტეხოს და პირიქით შესაძლებლობად და ტრამპლინად განიხილოს ეს ამბავი.
karoche
19:19 30-08-2023
2
ისეთი ნიჭიერი და ტექნიკური ბიჭია, მენანება პეტროულისთვის! დინამოს დახატავდა, მარტო მისი ფინტების და არაორდინალური გადაწყვეტილებების გამო ივლიდა ხალხის სტადიონზე
ლადო
19:23 30-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული