"ამან დე ლაურენტისი გააბრაზა" - ცნობილია, რაზე ვერ თანხმდებიან კვარაცხელიას აგენტი და "ნაპოლის" პრეზიდენტი

AutoSharing Option
ცნობილი იტალიური გამოცემა Il Mattino "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

სააგენტოს ცნობით, ნეაპოლში ხვიჩას აგენტს, მამუკა ჯუღელსა და "პარტენოპეის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართა.

გამოცემის ინფორმაციით, ქართველის აგენტი ითხოვს, რომ ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 90 მილიონი ევრო ჩაიწეროს, თუმცა ამასთან დაკავშირებით დე ლაურენტისმა უკმაყოფილება გამოთქვა. 72 წლის კინოპროდიუსერი ამ თანხის 150 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები, თუმცა ამ დროისთვის მხარეები შეთანხმებისგან შორს არიან.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.

alt

ოთხი ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე, კალათები დაკომპლექტდა - დღეს წილისყრა ჩატარდება

altჯუღელი იტალიაშია და დე ლაურენტისთან შეხვედრას ელის - "ნაპოლის" პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ხელფასსა და კვარაცხელიას აგენტის მოთხოვნილს შორის დიდი სხვაობაა

altფედელე: გარსია კვარაცხელიაზე ცრუობს, სასტარტოში დე ლაურენტისის საამებლად არ დააყენა

მკითხველის კომენტარები / 28 /
90 რო ჩაწერონ, მომდევნო ზაფხულს 2-3 გუნდი უპრობლემოდ გადაიხდის და წაიყვანს, ლაურენტისი ჭკვიანია და ხვდება რომ, თუ კვარას გაუშვებს, მაქსიმალურად დიდი თანხა ჩაიწეროს კონტრაქტში, 120მლ რეალურ ფასთან ახლოსაა და რომ არა რეგრესი, მაგ თანხასაც გადაიხდიან და იმიტომაც არ უნდა 90ის ჩაწერა, აბსოლუტურად სწორი პოზიციაა კლუბის მფლობელის, რაც შეეხება ხელფასს, 4 მლ ნორმალური იქნება ასნთი წუწურაქის ხელში, მეტს არც მისცემს
მილანისტა
16:47 01-09-2023
4
მე ფიქრობ:
1. ფანჯარა ღია რომ იყო მაშინ უნდა ევაჭრა რადგან უკეთ შეიძლებოდა ვაჭრობა თუმცა ლავრენტინო სპეციალურად გადავადებინებდა.
2. მნიშვნელოვნად მიმაჩნია გამოსასყიდი თანხა 100 მილიონს არ აცდეს.
3. ხელფასი მინიმუმ 5 მილიონი მაინც რომ ქონდეს რადგან იმსახურებს.
გიორგი
09:56 01-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული