"საბას ცილი დასწამეს, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა თქვა..." - საზონოვის მამამ შვილის მოქალაქეობის შეცვლაზე ისაუბრა

AutoSharing Option
იტალიური "ტორინოს" ახალწვეულის, საბა საზონოვის მამამ, ანდრეი საზონოვმა, რუსულ Sport24-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავისი შვილის არჩევანზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 21 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში ასპარეზობა ისურვა და ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურა უკვე მოირგო.

- "საზონოვი, სპერციანი, ტიკნიზიანი, ყველა ფეხბურთელმა შეიცვალა სპორტული მოქალაქეობა, რადგან მათზე სამშობლოში იმედებს არ ამყარებდნენ. თქვენი აზრით, რატომ აძლევს რუსეთი ტალანტებს წასვლის უფლებას?

- ვფიქრობ, მე ამ კითხვის ადრესატი არ უნდა ვიყო, სხვა ფეხბურთელების ნიჭს ვერ შევაფასებ, მაგრამ საბაში პოტენციალს ვხედავ და ვფიქრობ, რომ არ ვაჭარბებ.

თუკი,
მე ან სხვები ამ პოტენციალს ვერ დაინახავდნენ, მაშინ თქვენ ამ კითხვას არ დასვამდით. ვცდილობთ, საბას განვითარებაში დავეხმაროთ და სხვებსაც იმავეს ვუსურვებთ.

რუსეთში მას ცილი დასწამეს, რადგან მან თითქოს თავიდან რუსეთის ნაკრებში თამაში აირჩია, შემდეგ კი გადიფიქრა და გადაწყვეტილება საქართველოს სასიკეთოდ შეცვალა.

ეს ასე არ ყოფილა და სრული ტყუილია. ჩვენ გვაქვს არჩევანის უფლება და საბამ ეს არჩევანი გააკეთა და მას არაფერი გადაუფიქრებია. როდესაც რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღთებელი იყო საბას ასეთი საქციელი, მე ძალიან გაკვირვებული დავრჩი. ასეთი, როგორი? - შეიძლება მას რაღაც ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს".
მკითხველის კომენტარები / 12 /
სად რუსეთი და სად იტალია?! რუსეთის ნაკრების მწვრთნელს კატასავით დაერმართა-ძეხვს რომ ვერ შესწვდა, პარასკევს დააბრალა
ხათუნა
11:21 04-09-2023
0
საზანოვი არ უნდა თამაშიბდეს საქართველოში, მამამისმა თქვა სიცრუეა ვითომ რუსეთის ნაკრებიში თამაშზე უარი თქვა და საქართველო აირჩიაო, სინამდვილეში რუსეთის ნაკრები არავის შემოუთავაზებიაო...
ანუ რო შეეთავაზებინათ რუსეთში დარჩებოდა
ბაჩო
12:23 03-09-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული