მასპინძლები პედრო დიასმა დააწინაურა, რომელსაც პასი ზურიკო დავითაშვილმა გაუკეთა, მაგრამ შემდეგ სტუმრებმა ოთხი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს. დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ერთი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, ხოლო ერთხელ ბურთი ხარიხას გაარტყა. flashscore-მა მისი თამაში 7.4 ქულით შეაფასა - ეს ჟირონდულ გუნდში დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე მაღალი შეფასებაა.
„ბორდო“ 6 ქულით მეცხრე ადგილზეა და 16 სექტემბერს გასვლაზე „ვალანსიენს“ დაუპირისპირდება.
ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - ოსერი 2:4
გოლები: 1:0 პედრო დიასი (26), 1:1 იუბალი (33), 1:1 აიე (36), 1:3 ჰეინი (56), 1:4 აიე (59), 2:4 ელისი (83)