სერია A-ს მესამე ტურში „ნაპოლი“ „ლაციოს“ უმასპინძლებს. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა რუდი გარსიამ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:
მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი
მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ვისაც სპორტთან შეხება ჰქონია ( და არ არის უაზრო ვაიპატრიოტი თუ დივანზე წამოწოლილი ხინკლის მოყვარული), ალბათ დამეთანხმებით რომ კარგი ფეხბურთელი ერთია, მაგრამ თუ ამას არ ემატება დიდი სპორტსმენობა, მაშინ რჩება ის რაც საქართველოს სპორტმენებს მუდამ სჭირდათ. გუშინ დავწერე კომენტარი კალათბურთთან დაკავშირებით - ქართველებს არ წაუვიდათ სამქულიანებიო( ასე დაწერა სტატიის ავტორმა). დღესაც გავიმეორებ,ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და სხვა მრავალი სპორტული სახეობები მოითხოვს უდიდეს დისციპლინას,შრომას,ყოველდღიურ შეზღუდვებს. ზუსტად ამიტომაც არის რომ ალბათ რონალდოზე და მესიზე უფრო ნიჭიერი ფეხბურთელები იყვნენ, არიან და იქნებიან.მაგრამ ორივემ დიდი დისციპლინა და თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიაღწია იმას რასაც ვარსკვლავი ჰქვია.მაგიტომაც სეზონის განმავლობაში არ ჰქონიათ ტრამვები და გინდა კლუბში, გინდა ნაკრებში მუდამ ლიდერები იყვნენ. თუ ამ ჩვენს, მართლაც ნიჭიერ ბიჭს, არავინ გააგებინა რომ ეხლა უნდა შრომა, თავდადება და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრი, მაშინ იქნება შემდგომი ნემსაძე თუ სხვა მრავალი ქართველი სპორტსნი , რომელთაც დიდი პოტენციალი გააჩნდათ, მაგრამ კარიერა ვერ გააკეთეს.
მინდა რომ ვინმემ აუხსნას, რომ დღეს მხოლოდ პერსპექტიული ბიჭია და მეტი არაფერი. გადადოს გვერძე მანქანები, პოლიტიკოსები,პატრიარქები და სიდედრ-სიმამრები. მას აქვს შანსი პირველი ქართველი წარმატებული სპორტსმენი იყოს ( დამოუკიდებელ საქართველოში) და ნუ დაკარგავს ამ შანსს.