მამარდაშვილმა ორი პენალტი მოიგერია, შემდეგ კი თანაგუნდელმა გაუტანა

AutoSharing Option
ლა ლიგის მეოთხე ტურში, 27-ე წუთზე „ვალენსია“ გასვლაზე „ალავესთან“ 0:1 მარცხდება.

მატჩის დასაწყისი სტუმართათვის საშინელი გამოდგა, ოზკაჯარმა ბურთი გიორგი მამარდაშვილს ცუდად დაუბრუნა და ქართველმა პირისპირ გასული მეტოქის თავდამსხმელი ლუის როხა წააქცია. მამარდაშვილმა კიკე გარსიას დარტყმული პენალტი მოიგერია, მაგრამ იქამდე საჯარიმოში „ვალენსიას“ ფეხბურთელმა დიეგო ლოპესმა შეირბინა და მსაჯმა განმეორებით შეასრულებინა თერთმეტმეტრიანი და კიკე გარსიას გიორგიმ ისევ არ გაატანინა. თუმცა, მალე ოზკაჯარმა საკუთარ კარში მიუჩინა ბურთს ადგილი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ori penali moigeria da orive gundidan yvelaze cudi shefaseba rato daimsaxura fleshkoredan to?
xishnika
00:04 03-09-2023
0
რა ქნას მამარდამ, მეტოქის თავდამსხმელებს კი აკონტროლებს, მაგრამ მის მცველებს დაცვა თუ არ დაუყენეს, წასულია ვალენსიას საქმე.
გულშემატკივარი
22:42 02-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული