მამარდაშვილის მოგერიებული პენალტები - "ვალენსია" ისევ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეოთხე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ალავესთან“ 0:1 დამარცხდა.

მატჩის დასაწყისი სტუმართათვის საშინელი გამოდგა, ოზკაჯარმა ბურთი გიორგი მამარდაშვილს ცუდად დაუბრუნა და ქართველმა პირისპირ გასული მეტოქის თავდამსხმელი ლუის როხა წააქცია. მამარდაშვილმა კიკე გარსიას დარტყმული პენალტი მოიგერია, მაგრამ იქამდე საჯარიმოში „ვალენსიას“ ფეხბურთელმა დიეგო ლოპესმა შეირბინა და მსაჯმა განმეორებით შეასრულებინა თერთმეტმეტრიანი და კიკე გარსიას გიორგიმ ისევ არ გაატანინა. თუმცა, მალე ოზკაჯარმა საკუთარ კარში მიუჩინა ბურთს ადგილი. მასპინძლები უფრო სახიფათოდ უტევდნენ, განსაკუთრებით კიკე გარსია - მისი თავური მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ კი ბურთი ძელს გაარტყა.

მეორე ტაიმი საინტერესოდ, ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, თუმცა ანგარიში არ შეიცვალა და "ვალენსიამ" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.

„ვალენსია“ 6 ქულით მეათე ადგილზეა და 17 სექტემბერს „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.

ვიტორია-გასტეიზი. „მენდისოროსა“. 16 641 მაყურებელი
ალავესი - ვალენსია 1:0
გოლი: ოზკაჯარი (6, საკ. კარში)
გამოუყენებელი პენალტი: კიკე გარსია (5)

მკითხველის კომენტარები / 4 /
მამარდაშვილისთვის ნამდვილად არ დაუბრუნებია ბურთი, მცველს აწვდიდა აშკარად, მაგრამ იმან ფეხებზე დაიკიდა!
1
პენალტი აიღოოოო, ბრაოოო მამარდ
Juve
12:49 03-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული