calcionapoli24 იტყობინება, რომ "ნაპოლის" ფეხბურთელთა სახელფასო განაკვეთი საერთო ჯამში მხოლოდ 42.5 მილიონ ევროს შეადგენს, მაღალანაზღაურებადთა ხუთეულში დიეგო დემეა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიაზე დაბალი გასამრჯელო ორ მოთამაშეს აქვს.
გამოცემა აღნიშნავს ფეხბურთელთა იმ თანხას, რომელსაც ხელზე იღებენ, ანუ რომელსაც დასაქმებული უშუალოდ იღებს და "ბრუტოს" - მთლიანი შემოსავალი ხარჯების (გადასახადები და ა.შ.) გამოქვითვის გარეშე.
1. ოსიმენი - 4.5 (5.9)
2. ზელინსკი - 3.5 (6.4)
3. ლობოტკა - 3.5 (4.5)
4. დი ლორენცო - 3 (5.5)
5. დემე - 2.5 (3.2)
6. რასპადორი - 2.5 (4.6)
7. ლინდსტრემი - 2.3 (3.6)
8.
ანგისა - 2.2 (2.8)
9. პოლიტანო - 2.2 (4.0)
10. მარიო რუი - 2.1 (3.8)
11. მერეტი - 2 (3.7)
12. რაჰმანი - 1.8 (3.3)
13. სიმეონე - 1.7 (3.1)
14. ოლივეირა - 1.5 (1.9)
15. ელმასი - 1.5 (1.9)
16. კაიუსტე - 1.2 (1.9)
17. ნატანი - 1.1 (1.7)
18. ესტეგარდი - 1.0 (1.3)
19. ჟუან ჟეზუსი - 1.0 (1.85)
20. კვარაცხელია - 1.0 (1.3)
21. გოლინი - 0.4 (0.724)
22. ძანოლი - 0.08 (0.148)
იტალიურმა მედიამ არაერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ "ნაპოლიში" ფეხბურთელებს და მათ შორის, პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელიას, დაბალი გასამრჯელო აქვთ და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი პრობლემის მოგვარებაზე არ ფიქრობს, რამაც შეიძლება საბოლოოდ უარყოფითი შედეგები გამოიღოს.