"შახტარი" ჩემპიონთა ლიგისთვის დაირაზმა - აზაროვი და გოჩოლეიშვილი "ბარსელონასა" და სხვა გუნდების წინააღმდეგ

AutoSharing Option
"შახტარმა" 2023/24 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შემადგენლობა დაასახელა. რა თქმა უნდა, სიაში გუნდის ორივე ქართველი ლეგიონერია.

საუბარია გიორგი გოჩოლეიშვილსა და ირაკლი აზაროვზე, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ გადავიდა დონეცკელთა რიგებში.

"მეშახტეები" ცნობილი მიზეზების გამო საშინაო შეხვედრებს ჰამბურგში გამართავს, ჯგუფში კი "ბარსელონასთან", "პორტოსთან" და "ანტვერპენთან" მოუწევს დაპირისპირება.

19 აგვისტოს, პირველი ტურის მატჩში, "შახტარის" მეტოქე "პორტო" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესეც შანსი ირაკლისათვის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ბარსა, პორტუ მაგარი თამაშები მოუწევს, როგორც ჩანს გუნდში ნდობა აქვს ძირითადში სათამაშოდ, ჯერი შენზეა იკა მთავარია გენდობიან, ამ სეზონის მერე ბარსაში ტრანსფერს ველოდებიიიი
Baduri
07 სექტემბერი 2023 07:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული