"ეს მამუკა ჯუღელისადმი პირდაპირი გზავნილი იყო" - იტალიური პრესა "ნაპოლის" გუშინდელ განცხადებაზე

AutoSharing Option
იტალიური La Repubblica "ნაპოლის" გუშინდელ ოფიციალურ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამი იყო, რომ გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და ეს სრული სისულელე და ტყუილია.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ამ მესიჯის ადრესატი ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი გახლდათ.

"ეს ოფიციალური განცხადება შეგვიძლია მამუკა ჯუღელისადმი პირდაპირ გზავნილად ჩავთვალოთ, რომელმაც 5 მილიონი ევრო მოითხოვა და კლუბის მხრიდან ამ წამოყენებული პირობის დადასტურებას ელოდებოდა.

"პარტენოპეის" აქვს უკვე გეგმა და შეთავაზება, რომ ფეხბურთელს ხელფასი გაუორმაგოს. ამიტომ, მხარეებს ამ საკითხზე კონფრონტაცია მოუწევთ", - წერს
გამოცემა.

alt"ეს ინფორმაცია არის სრული "სისულელე", კლუბის მხრიდან არავის უსაუბრია კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე" - "ნაპოლიმ" ხვიჩასთან მოლაპარაკება უარყო


altჯუღელთან შეხვედრაც კი არ მოისურვა - ცნობილი იტალიური გამოცემა უშედეგოდ დასრულებულ მოლაპარაკებებზე წერს

მკითხველის კომენტარები / 35 /
Xo - ს. აქტუსსაპიენსო, თუ ხვდები მაინც რა შორს ხართ ჰომოსაპიენსისგან...
გიგა
18:55 10-09-2023
0
შნუროკის ჩატანიება ვერ უსწავლია ვის რაზე უნდა შეხვდეს
Vaxtangi
03:20 07-09-2023
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული