"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის კვარაცხელია დაასახელა

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთი 2023-ის" 30 ნომინანტი დაასახელა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

გამარჯვებული 30 ოქტომბერს პარიზში, დაჯილდოებაზე გაირკვევა. ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა რონალდო.

ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

"ოქროს ბურთის" ნომინანტები

ანდრე ონანა (მანჩესტერ იუნაიტედი), ქარიმ ბენზემა (ალ იტიჰადი), იოშკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), იასინ ბონო (ალ ჰილალი), მარტინ ედეგორი (არსენალი), ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი), ილკაი გიუნდოგანი (ბარსელონა),
ვინისიუსი (რეალი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი), ნიკოლო ბარელა (ინტერი), ჯუდ ბელინგემი (რეალი), ბუკაიო საკა (არსენალი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი), რანდალ კოლო მუანი (პსჟ), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), როდრი (მანჩესტერ სიტი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), კილიან მბაპე (პსჟ), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), კიმ მინ ჯე (ბაიერნი), ლუკა მოდრიჩი (რეალი), ჰარი კეინი (ბაიერნი).

მკითხველის კომენტარები / 27 /
სი ქგგალე მა! შემოგევლე ბიჭო ხვიჩუ, არ შეწყვიტო მიზნისკენ სწრაფვა და ჩვენ, შენთან ერთად გავიმარჯვებთ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
00:42 07-09-2023
13
მესი მოიგებს წელს რათქმაუნდა.
მაგრამ არასდროს რომ არ ღირსებია ამ ქვეყანას ისეთი რაიმე ეღირსა და მილიონობით ადამიანმა უბრალოდ საქართველოს არსებობა გაიგო ამ ფაქტით.
ფინალურ სიაში კი არა ასეულშიც კი ყოფილა რომელიმე ქართველი ფეხბურთელი დამოუკიდებლობის ისტორიაში?
ერთს ვაკვირდები, მარტო ხვიჩაზე პოსტებს აქვს ბევრი კომენტარი. არც მიქაუტაძე აინტერესებს ხალხს, არც ახალგაზრდული ნაკრები და არც სხვა სპორტი.
ვითომ ყველაფერი გაიყინა და მარტო ხვიჩა უნდა გაგლიჯოს ბრბომ. ხან აქედან გადაუვლიან ხან იქედან.
ის ქება-დიდება და იიი უფლის გამოგზავნილი და რაღაც სისულელეებს რომ უწერდნენ ხო აღმოჩნდა რა ფარისევლობაც იყო.
აქ ყველა თავის თავს ამჟღავნებს. რა მნიშვნელობა აქვს სახელს და გვარს დაიწერს თუ არა. უბრალოდ ხომ გექმნება წარმოდგენა, რომ ასეთები შენს გვერდით არსებობენ.
ძალიან ბევრი მიზეზია ამ ქვეყანაში გაბოროტების მაგრამ რაც ხდება ნამეტანია.
ნიგერიაც კი გვჯობნის, არ დაგავიწყდეთ ერთ ცუდს არ ათქმევიებენ ოსიმენსე არავის და აქ კიდე რახდება?
ერთმანეთს ასწრებენ კვარას დამცირებაში.
ფუ
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული