სიომინი: "ბარსელონა" კვარაცხელიას გუნდია

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"მე ვფიქრობ, რომ თავისი სტილით ხვიჩა სწორედ "ბარსელონას" მიესადაგება, ეს მისი გუნდია. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი: ის ახალგაზრდა და პროგრესირებადი ფეხბურთელია. ვფიქრობ, კვარაცხელიას დონე "ბარსელონას" შეესაბამება.

ღირს თუ არა ხვიჩა 100 მილიონი? ეს საკამათო მომენტია, რომელზეც პასუხის გაცემა რთულია. ვინაიდან ბაზარზე ასეთი ციფრებია, ის კი ევროპის წამყვანი მოთამაშეა, ე.ი. ღირს 100 მილიონი", - განუცხადა სიომინმა "ჩემპიონატს".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხვიჩა,ძვირფასო!ნუ გახდები "ახალი" მილოშ კრასიჩი,ერთსეზონიანი გამონათება სერია ა-ში ((( ჯუღელი და მისთანები ჩახსენი და დახვეწე სათამაშო სტილი,თორემ ყველამ იცის უკვე მსოფლიოში,ბურთის მიღებისას რომელ მხარეს დაიწყებ მოძრაობას.უკვე დროა განსაზღვრო სათამაშო სტილის სწორი ვექტორი და აიღე მაგალითი არა მიუწვდომელი მარადონასი,არამედ მეტად პრაქტიკული და არანაკლებ ეფექტური პაველ ნედვედის ან ბრაზილიელი კაკასი.სინზე გაბმული ძაღლივით ერთ ფლანგს ნუ მიეჯაჭვები,თავაწეულმა აგორავე ბურთი და ხშირად გაეცი საგოლე პასები და კიდევ უფრო ბევრი გოლი შეყარე
ხვიჩას
14 სექტემბერი 2023 01:55
1
ხვიჩა რაში სჭირდება ბარსას? დამშვიდდით ხალხნო, დავეშვათ მიწაზე! ხვიჩას ჯერ ბევრი აქვს სამუშაო და დასამთავრებელი! უნდა იკადროს და ახალგაზრდულშიც ითამაშოს როცა სწჭირდება ქვეყანას და გუნდს!
Shota
12 სექტემბერი 2023 15:14
3
ხო და რუსი რომ გაქებს და თავისიანათ გთვლის,ზუსტად მაშინ გაქვს დარხეული ბოლომდე...
leqso
12 სექტემბერი 2023 10:32
18
ლექსო ამოგთქომ ოხეროო,ლექსო შე ოხერო შენო
Levani
12 სექტემბერი 2023 11:54
0
Ბარსაში ალბათ კვარამესის შეარქმევენ
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა".
12 სექტემბერი 2023 10:31
5
დაიკარგე აქედან......
MARGALONA
12 სექტემბერი 2023 11:06
3
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა".
12 სექტემბერი 2023 10:30
0
ჩერჩეტ იურას ტვინი ააქვს საერთოდ
...
11 სექტემბერი 2023 22:35
19
ღმერთმა ქნას..მოინდომოს ისევ და გააგრძელოს პროგრესი ჩვენც ეს გვინდა
Გი
11 სექტემბერი 2023 20:03
2
სულ ცოტა ხნით რომ მაინც დაასვენოთ ეს ბიჭი და აცადოთ ფეხბურთის თამაში ხომ შეიძლება, მის ფსიქოლოგიასაც რომ გავუფრთხილდეთ ცოტათი კარგი იქნება, დღე არ გავა ურთიერთგამომრიცხავი და ვიღაცეების მონაჭორი რომ არ დაიდოს. ავიყვანთ ცაში, შევიქმნით გადაჭარბებულ მოლოდინებს, გვინდა რომ ყველაფერში და ყოველთვის საუკეთესო იყოს და შედეგი რა გვაქვს - ნახევარი ამაყობს მისით და მეორე ნახევარი აძაგებს. უკვე იმდენი სიხარული მიანიჭა უამრავ ადამიანს და იმდენი ბენეფიტი აქვს, სხვა რომ არაფერი გააკეთოს, ეგეც საოცნებოა ბევრისთვის. მაგრამ მჯერა რომ კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს და ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს. თავი არ დახარო ხვიჩა, ღმერთი შენსკენ კარგო ქართველო.
ბექა90
11 სექტემბერი 2023 20:02
2
ჯიგარი ხარ იურა!. ყოველთვის ყავდა ქართველი ფეხბურთელები თავის გუნდებში და ყოველთვის ძირითადის ფეხბურთელები იყვნენ და წამყვან როლს თამაშობდნენ ისინი მის გუნდებში.
ირაკლი
11 სექტემბერი 2023 20:01
4
კი, მალხაზ ასათიანის დანგრეული კარიერაც მაგ ჯიგარის დამსახურებაა დიდწილად. რა თქმა უნდა თვითონ ასატიანის ბრალია უპირველესად, მაგრამ ამანაც თავისი წილი შეიტანა.
არტ
12 სექტემბერი 2023 12:03
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული