წყაროს ცნობით, "კვარას" მომავალი "პარტეოპეის" რიგებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ქართველის წარმომადგენლებსა და კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შორის დაძაბული ურთიერთობაა.
"კვარაზე" ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს. რამდენიმე თვის წინ ხვიჩას მამამ და აურელიო დე ლაურენტისმა კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე სრულ შეთანხმებას მიაღწიეს. იტალიელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა შემტევის ხელფასი გაორმაგდებოდა და დაახლოებით 2.5 - 3 მილიონ ევრომდე გაიზრდებოდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.
გარწმუნებთ, რამდენიმე კლუბმა ხვიჩას ანაზღაურების სახით სეზონში 7, 8 და 10 მილიონი ევროც კი შესთავაზა. დე ლაურენტისსა და ხვიჩას წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა იძაბება, რადგან აურელიო არ გახლავთ პიროვნება, რომელთანაც ულტიმატუმების ენით საუბარი მისაღებია.
"ნაპოლი" ხვიჩას შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს", - განაცხადა ჯორდანომ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბადრი კვარაცხელიამ და მამუკა ჯუღელმა Calcionapoli24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ხვიჩა "ნაპოლიში" ბედნიერია და კლუბიდან წასვლას არ განიხილავს.
goal.com: კვარაცხელიასთვის ნორვეგია პირველი შანსია და შემდეგ კი არ შეყოვნდება, არამედ გაფრინდება
AS: ესპანელთა პრობლემა მარტო კვარაცხელია როდია - სანიოლი დე ლა ფუენტეს სიურპრიზს უმზადებს
ხვიჩა კვარაცხელია: ქართველი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში აგრძელებენ კარიერას - ეს ნაკრებზეც აისახება