სიომინი: "ბარსელონა" კვარაცხელიას გუნდია

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"მე ვფიქრობ, რომ თავისი სტილით ხვიჩა სწორედ "ბარსელონას" მიესადაგება, ეს მისი გუნდია. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი: ის ახალგაზრდა და პროგრესირებადი ფეხბურთელია. ვფიქრობ, კვარაცხელიას დონე "ბარსელონას" შეესაბამება.

ღირს თუ არა ხვიჩა 100 მილიონი? ეს საკამათო მომენტია, რომელზეც პასუხის გაცემა რთულია. ვინაიდან ბაზარზე ასეთი ციფრებია, ის კი ევროპის წამყვანი მოთამაშეა, ე.ი. ღირს 100 მილიონი", - განუცხადა სიომინმა "ჩემპიონატს".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხვიჩა,ძვირფასო!ნუ გახდები "ახალი" მილოშ კრასიჩი,ერთსეზონიანი გამონათება სერია ა-ში ((( ჯუღელი და მისთანები ჩახსენი და დახვეწე სათამაშო სტილი,თორემ ყველამ იცის უკვე მსოფლიოში,ბურთის მიღებისას რომელ მხარეს დაიწყებ მოძრაობას.უკვე დროა განსაზღვრო სათამაშო სტილის სწორი ვექტორი და აიღე მაგალითი არა მიუწვდომელი მარადონასი,არამედ მეტად პრაქტიკული და არანაკლებ ეფექტური პაველ ნედვედის ან ბრაზილიელი კაკასი.სინზე გაბმული ძაღლივით ერთ ფლანგს ნუ მიეჯაჭვები,თავაწეულმა აგორავე ბურთი და ხშირად გაეცი საგოლე პასები და კიდევ უფრო ბევრი გოლი შეყარე
ხვიჩას
01:55 14-09-2023
1
ხვიჩა რაში სჭირდება ბარსას? დამშვიდდით ხალხნო, დავეშვათ მიწაზე! ხვიჩას ჯერ ბევრი აქვს სამუშაო და დასამთავრებელი! უნდა იკადროს და ახალგაზრდულშიც ითამაშოს როცა სწჭირდება ქვეყანას და გუნდს!
Shota
15:14 12-09-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული