მატჩის დღე! "ნაპოლი" სიტუაციის გამოსასწორებლად და კვარაცხელია წიგნით გენუის გზაზე - ქართველების უქმეები

AutoSharing Option
წარუმატებელი სანაკრებო პაუზის შემდეგ, ქართველი ლეგიონერის გულშემატკივრობაზე უნდა გადავერთოთ. მთავარი ინტერესი ისევ "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა. მოქმედმა ჩემპიონებმა შესვენებამდე წააგეს და რუდი გარსიას გუნდი მე-4 ტურში ერთ დროს სახელოვანი ფორვარდის, ალბერტო ჯილარდინოს "ჯენოას" ესტუმრება - დღეს, 16 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე.

გენუელებმა "ლაციოსთან" მოგება (1:0) მოახერხეს, დანარჩენი ორი მატჩი კი წააგეს. კახა კალაძის ყოფილ კლუბს გიგანტური ნაბიჯის გადადგმა, სერია "ა"-ს მოქმედი ჩემპიონების დამარცხება და "ლუიჯი ფერარისზე" პირველი საშინაო გამარჯვება სურს.

გარსიამ საწყის ტურებში თითქოს სიახლეები შემოგვთავაზა, გასული სეზონის
საუკეთესო ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ახალი როლი და ფუნქცია მოუძებნა; "ლაციოსთან" ეს ყველაფერი სადღაც გაქრა და "ნაპოლი" მიწაზე დაენარცხა. შაბათს მთელი ყურადღება მილანურ დერბიზეა გადატანილი, ნეაპოლელები კი ეცდებიან, ეს გადაფარონ, ლამაზად ითამაშონ, კვლავ გაიტანოს ვიქტორ ოსიმენმა, ფიფას 12 რჩეულში მოხვედრილმა "კვარამ" (მიმდინარე სეზონში ერთი "ასისტი" აქვს) კი მარტის შემდეგ გოლის გემო გაიხსენოს. კლუბის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ქართველი ფეხბურთელი გენუის გზაზე წიგნს კითხულობს.

Sportall.Ge

"ჯენოას" მთავარი იმედი მატეო რეგეტია, რომელიც არგენტინაში "მოიძიეს" და იტალიის ნაკრებშია. გამარჯვების გოლი "ლაციოს" სწორედ მან გაუტანა. "ნაპოლის" შესაძლოა, პოლიტანო დააკლდეს. ლუჩანო სპალეტის ნაკრების ჩრდ. მაკედონიასთან შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ, მატეო ტრავმის გამო შეცვალეს და უკრაინასთან აღარ გამოჩენილა. ეს რასპადორის მარჯვენაფლანგელობას ნიშნავს თუ ლინდსტრომის სასტარტოში ყოფნას, ამას ერთად ვნახავთ.

შეხვედრის მთავარი არბიტრი ფაბრი იქნება, რომელმაც ბოლოს ნეაპოლელებს "იუვენტუსთან" სტუმრად (1:0) მოგებულ მატჩში უმსაჯა. კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები ამ დაპირისპირების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე პორტუგალიურ "ბრაგას" ესტუმრებიან, რასაც "ბოლონიასთან" ასევე გასვლითი მატჩი მოჰყვება.

სხვა ქართველები სერია "ა"-ში:

კვირა. 17 სექტემბერი. 17:00 სთ - "ფროზინონე" (კვერნაძე) - "სასუოლო";

ორშაბათი. 18 სექტემბერი. 20:30 სთ - "სალერნიტანა" - "ტორინო" (საზონოვი)

ესპანეთი. "ლა ლიგა". შაბათი. 16 სექტემბერი. 18:15 სთ :

"ვალენსია" (მამარდაშვილი)  - "ატლეტიკო"

ინგლისი. ჩემპიონშიპი. შაბათი. 16 სექტემბერი. 18:00 სთ:

"უოტფორდი" (ჩაკვეტაძე) - "ბირმინგემი"

ნიდერლანდები. ერედივიზიონი. კვირა. 17 სექტემბერი. 16:30 სთ:

"ტვენტე" - "აიაქსი" (მიქაუტაძე).

altუდიდესი აღიარება - ფიფამ კვარაცხელია The Best Men’s Player-ის პრიზის 12 პრეტენდენტს შორის დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 19 /
ნაპოლიში გადასვლამდეც სატრანსფერო აურზაურო და მოლოდინები, ჭორები და მითქმა მოთქმა რო იყო მაშინაც უჭირდა კვარას ლაღად თამაში და მაშინაც ჩამოწერეს კრიტიკოსებმა და პანიკა იყო ნუთუ 1 სეზონის ტალანტიაო... სიმშვიდე და კარგი განწყობა სჭირდებოდა აქამდე, ეხლა ამ წნეხსაც შეეჩვევა და დაბრუნდება ძველზე უკეთესი... საპანიკო იდეაში ეხლაც არაფერია, სულ 4 თამაში ითამაშა და თამასა აწეული რო არ იყოს ვერ ვიტყოდი რომ ცუდად ითამაშა რომელიმეში ასე რომ მოთმინება, მხარდაჭერა და ყველაფერი კარგათ იქნება
რა მაფიაა?
12:37 15-09-2023
7
ფორმა უნდა დაიბრუნოს და ყველაფერი კარგად იქნება! ფიზიკურად უჭირს! წარმატებები ხვიჩას!
მწვრთნელი
11:08 15-09-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული