უდიდესი აღიარება - ფიფამ კვარაცხელია The Best Men’s Player-ის პრიზის 12 პრეტენდენტს შორის დაასახელა

AutoSharing Option
ფიფამ 2023 წლის მიხედვით The Best Men’s Player-ის პრიზის 12 პრეტენდენტი დაასახელა და რაოდენ სასიხარულოა, რომ მათ შორის საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

ფიფას ნომინანტები

ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი), მარსელო ბროზოვიჩი (ინტერი/ალ ნასრი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ილკაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი), ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი), როდრი (მანჩესტერ სიტი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), კილიან მბაპე (პსჟ), ლიონელ მესი (პსჟ/ინტერ მაიამი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი) და ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი).

Sportall.Ge

კანდიდატთა დასახელებისას გათვალისწინებულია 2022 წლის 19
დეკემბრიდან
2023 წლის 20 აგვისტომდე ფეხბურთელთა თამაში და მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება.

The Best Men’s Player-ის პრიზის ამჟამინდელი მფლობელი მესია. გამარჯვებულს გულშემატკივარების, ჟურნალისტების და ნაკრებების კაპიტნებისა და მწვრთნელების მიერ მიცემული ხმების მიხედვით გამოავლენენ.

მკითხველის კომენტარები / 35 /
საიდან ამდენი უწიგნური, რა შუაშია ნაცობა, რას იკბინებით, რას კბენთ სანაიას, უკბინეთ მეტრეველს, რომელმაც არც ფეხბურთი იცის და არც პოლიტიკა, რაც შეეხება ხვიჩას, ის ყველასია. მისით ყველა ვამაყობთ - ნაციც, ქოციც და ვითომ შუაშისტებიც,
ისე არ დაგავიწყდეთ ხვიჩას სოფელი წალენჯიხაშია, სადაც უმეტესობა ნაცებს უჭერს მხარს, მერე რა მოხდა, ხვიჩათი ყველა ვამაყობთ, მოუთმენლად ველით მის თამაშებს, ისე კარგი იქნება ნაპოლის და, საერთოდ ქართველების მონაწილებით თამაშები 1 არხით გადაიცემოდეს
პატრიოტი
12:21 15-09-2023
7
ლოგიკურია, სერია ა, ფეხბურთელი მინიმუმ ათეულში უნდა იყოს!!!!!!!!!!
Vasili
09:39 15-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული