რუსეთში დაბრუნებულმა ქუთათელაძემ სადებიუტო მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში 22 წლის თავდამსხმელმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ სადებიუტო მატჩში "პარი ნიჟნი-ნოვგოროდს" ქულა მოუპოვა - 1:1.

"პარი ნნ" მოსკოვში 0:1 მარცხდებოდა "დინამოსთან", ქუთათელაძე 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 88-ე წუთზე ანგარიში ქუსლით გატანილი ლამაზი გოლით გაათანაბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზმა განაცხადა, რომ უფრო გახარებული გამარჯვების შემთხვევაში დარჩებოდა და გოლების გატანა თავდამსხმელის მოვალეობაა.

ქუთათელაძე ბოლოს ფრანგულ "როდეზში" ირიცხებოდა, რომლის რიგებში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. ის პრაღის "სპარტას", "ლილისა" და პსჟ-ის აკადემიებში ვარჯიშობდა, "სპარტაკში" კი 2019 წელს ჩაირიცხა. ნიკოლოზს საქართველოს
17-წლამდელთა ნაკრებში 3 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან 2021 წლის ზაფხულში რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

მასპინძელთა რიგებში ტრავმის გამო განაცხადში არ იყო ლუკა გაგნიძე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
და ვიგაც რუსზე რატო გვიწერთ?
temo
00:22 16-09-2023
26
არ გვაინტერესებს ამ რუსების ამბები და ნუ ანაგვიანებთ მაგათი სახელების ხსენებით გარემოს (განსაკუთრებით გარუსებულების....)
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული