მამარდაშვილმა მორატას რევანში აუღო - "ვალენსიამ" "ატლეტიკო" დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეოთხე ტურში „ვალენსიამ“ სახლში „ატლეტიკო“ 3:0 დაამარცხა, გიორგი მამარდაშვილმა კი კარგი მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად შეინახა.

ყველასდა მოულოდნელად მასპინძლები მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ, აქტიურად უტევდნენ და პირველი ტაიმი დუროს დუბლით 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, მორატას თავური მამარდაშვილმა მოიგერია, რომელმაც მისგან თბილისში ნაკრებების შეხვედრაში 3 გოლი გაუშვა, შემდეგ კი ობლაკის კარი გერამ დალაშქრა. ბოლოს ქართველმა მეკარემ კორეასაც არ გაატანინა და მისმა გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ „ვალენსიას“ აქამდე „ატლეტიკო“ 9 წლის განმავლობაში არ ჰყავდა დამარცხებული,
ხოლო დურომ უკვე იმაზე სამჯერ მეტი გაიტანა, ვიდრე გასულ სეზონში.

„ვალენსია“ 9 ქულით მე-5 ადგილზეა და 23 სექტემბერს გასვლაზე „ალმერიას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 45 363 მაყურებელი
ვალენსია - ატლეტიკო 3:0
გოლები: 1:0 დურო (5), 2:0 დურო (34), 3:0 გერა (54)

მკითხველის კომენტარები / 8 /
იმედია ზაფხულში გადავა ატლეტიკოში გიო,თან ობლაკიც მიდის დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს.
გიორგი
20:33 16-09-2023
2
5 კომენტარი წავიკითხე და არცერთი შექება მამარდას... პირიქით ცინიზმი.. რა გჭირთ ხალხო?... ყოჩაღ გიო, ძააან მაგრად ითამაშე, ხაზზზეც, ფეხითაც და გამოსვლებზეც... დაიმახსოვრე, შენი პატარა მოედანი(კარებთან) -შენი ოჯახია და ,,პადაჩაზე'', თუ საჭიროა ღრიალით და მუშტით თავი უნდა წაააცალო მორატა იქნება, ჰალანდი ... თუ სხვა... აბა შეეენ იცი თამამააად...ჩვენ გვჯერა შეეენი... გფარავდეს ლომისას წმინდა გიორგი...
გიორგი-50
12:26 17-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული