აზაროვმა საგოლე გადაცემა გააკეთა - "შახტარმა" "ობოლონს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში „შახტარმა“ „ობოლონი“ 1:0 დაამარცხა.

ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა და სწორედ მისი პასით გაიტანა ნაზარინამ გოლი, გიორგი გოჩოლეიშვილი კი დისკალიფიცირებული იყო.

„შახტარი“ 17 ქულით ლიდერია, 19 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ჰამბურგში „პორტუს“ უმასპინძლებს, ხოლო 23 სექტემბერს უკრაინის პირველობაზე „რუხს“ დაუპირისპირდება.

ლვოვი. „ლვივ არენა“
შახტარი - ობოლონი 1:0
გოლი: ნაზარინა (77)
გაძევება: ვოლკუნი (33, ობოლონი)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული