ლიგა 2-ის მეექვსე ტურში „ბორდომ“ გასვლაზე „ვალანსიენი“ 2:1 დაამარცხა.
ზურიკო დავითაშვილი 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, აქტიურად ჩაერთო თამაშში, ჯერ მისი კარგი გადაცემა ბადიმ ვერ გამოიყენა, შემდეგ ქართველმა ბურთი მეტოქეს აართვა და პიტუს საგოლე პასი გაუკეთა.
„ბორდო“ 9 ქულით მეექვსე ადგილზეა და 26 სექტემბერს სტუმრად „გენგამს“ შეხვდება.
ვალანსიენი. „სტად დიუ ენო“
ვალანსიენი - ბორდო 1:2
გოლები: 0:1 ელისი (37), 1:1 კრუზე (63), 1:2 პიტუ (89)