"ნაპოლის" "ჯენოასთან" ქულა შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მოუპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეოთხე ტურში „ჯენოასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 2:2 დასრულდა.

„ნაპოლი“ პირველ ტაიმში ტაიმში მნიშვნელოვან უპირატესობას ვერ ფლობდა, მომენტებს ვერ ქმნიდა, რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში კვარაცხელიამ, ორჯერ მოწინააღმდეგეებს ყვითელი ბარათი მიაღებინა, შემდეგ კი ტრავმას გადაურჩა, ხოლო მე-40 წუთზე მასპინძლები კონტრიერიშისას ბანიმ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნეაპოლელთა დაცვა ისევ ჩავარდა და რეტეგიმ მერეტის კარი დალაშქრა. "ნაპოლი" ბევრს უტევდა, შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ ასევე შეცვლაზე შესული კაიუსტეს პასით გაიტანა, მერე კი პოლიტანომ ანგარიში გაათანაბრა, რომელიც აგრეთვე შეცვლაზე შევიდა. ხვიჩა რუდი გარსიამ 89-ე წუთზე გაიყვანა მოედნიდან და
შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„ნაპოლი“ 7 ქულით ამ მომენტისთვის მეხუთე ადგილზეა, 20 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სტუმრად „ბრაგას“ დაუპირისპირდება, ხოლო 24 სექტემბერს იტალიის პირველობაზე გასვლაზე „ბოლონიას“.

გენუა. „ლუიჯი ფერარისი“
ჯენოა - ნაპოლი 2:2
გოლები: 1:0 ბანი (40), რეტეგი (56), 2:1 რასპადორი (76), 2:2 პოლიტანო (84)

მკითხველის კომენტარები / 59 /
დღრვანდელ მატჩამდე სულ ვიცავდი ხვიჩას. მაგრამ დღევანდელ თამაშზე კიდევ უფრო მკვეთრად დავინახე ის რაც ბოლო პერიოდში აღარ მომწონდა მასში: გამუდმებული წუწუნი მოედანზე, ხელების შლა, კამათი მსაჯებთან და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებთან… მგონი ვარსკვლავური სენი ემართება ამ ბიჭს. მეშინია ის არ დაემართოს რაც ძალიან ბევრ ახალგაზრდა ვარსკვლავს დაემართა ევროპაში. რამდენიც გინდათ იმდენია ევროპაში ფეხბურთელი, სუპერტალანტებად რომ მოიხსენიებოდნენ 20-21 წლის ასაკში და მერე ვეღარ გაამართლეს ის იმედები. ხო კიდევ ოდნავ შეზებაზე მოედანზე რომ გაწვება და იკლაკნება, თითქოს ფეხი მოაჭრეს, ეგეც ნერვებს მიშლის. არა და მისი ხათრით დავიწყე ფეხბურთის ყურება 40 წლის ასაკში. ბოლო 15-20 წელი ფეხბურთს ასე სტაბილურად აღარ ვუყურებდი
კეთილისმსურველი
00:58 17-09-2023
11
მეორე სართულზე ვერ თამაშობს ხვიჩა, დასწრებაზე არ შეუძლია თამაში, ჯარიმას ვერ ურტყავს, პენალტს ვერ ასრულებს, მისი დრიბლინგი ყველამ ისწავლა და მთლიანად გათიშულია თამაშიდან.

ვფიქრობ რომ ისეთ კლუბში უნდა წავიდეს, სადაც ამ კომპონენტებს დახვეწავს და მისი თამაში გამოცანა იქნება მოწინააღმდეგისთვის და არა ორჯერ ორი.
ფეხბურთი
01:00 17-09-2023
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული