"მისი კვარასადმი გადაწყვეტილებები სრული აბსურდია!" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა გარსია გააკრიტიკა

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ბარგიჯა "ჯენოასა" და "ნაპოლის (2:2) მატჩს გამოეხმაურა და "პარტენოპეის" თავკაცი რუდი გარსია გააკრიტიკა.

"სეზონის დასაწყისიდანვე ვამბობ, რომ ეს "ნაპოლი" შარშანდელს არაფრით ჰგავს. გუნდს სათავეში ჩაუდგა მწვრთნელი, რომელიც მეხუთე ან მეექვსე არჩევანი იყო. კიმ მინ-ჯესა და ნტანგი ნდომბელეს სრულფასოვანი შეცვლა ვერ მოხერხდა. გარსიას კვარასადმი გადაწყვეტილებები სრული აბსურდია! მე ყოველთვის ვსაუბრობ შედეგის შემდეგ და არა წინასწარ", - წერს Mediaset-ის ჟურნალისტი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, გუშინ "ჯენოას" წინააღმდეგ "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 89 წუთი გაატარა, რუდი გარსიამ
შემტევი ალესიო ძერბინით შეცვალა.

alt"კვარას" უკმაყოფილება? გეტყვით, რატომ შევცვალე" - რა თქვა გარსიამ "ჯენოასთან" მატჩის შემდეგ

altკვარაცხელიას მაღალი შეფასება და გარსიასადმი პროტესტის ჟესტი [VIDEO]

alt"ნაპოლის" "ჯენოასთან" ქულა შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მოუპოვეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან ძნელია ჩემპიონ გუნდში მწვრთნელად მისვლა, გარსია უფრო კარგი მწვრთნელად მიმაჩნია ვიდრე სპალეტი იყო, უბრალოდ გუნდი უმოტივაციო ჩანს. ნახევარდაცვა მოდუნებულია დაცვა მოშლილი, შეტევა შენელებული. გუნდის ამოქოვას ცოტა დრო სჭირდება. თუ დააკვირდებით გარსია ხვიჩას და ოსიმენს მეტ თავისუფლებას აძლევს. გუნდი არაა სწორხაზოვანი. უფრო ხშირია შორიდან დარტყმები. აუცილებლად დაიწყებენ მოგებას და ხვიჩამაც ძალიან მაგრად ითამაშა ნუ ჩამოუშვით ცხვირი და გლოვა ნუ მორთეთ.
semi
10:43 19-09-2023
2
გარსია და სანიოლი ერთნაირი კვალიფიკაციის მქონე მწვრთნელები არიან არცერთი არ უქნია ღმერთს ორივე გასაშვებია გუნდიდან ისინი მთლიანად ფეხბურთელების ინდივიდუალიზმის გამოვლენაზე არიან დამოკიდებული
ლექხო
22:28 18-09-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული