"ხარისხის ნაკლებობაა, ცუდად შემოვიდა" - "ფეიენოორდის" ყოფილი კაპიტანი მიქაუტაძეზე

AutoSharing Option
ერედივიოზონის მე-5 ტურში "ტვენტემ" "აიაქსს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

სტუმართა ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა, თუმცა საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

მატჩის შემდეგ "ფეიენოორდის" ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად ESPN-ის ექსპერტმა კარიმ ელ აჰმადიმ ამსტერდამელთა რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის გიორგი მიქაუტაძეც გააკრიტიკა.

"ზოგ ფეხბურთელს აშკარად ხარისხი აკლია, რაც შესაძლოა მწვრთნელის ტაქტიკური გადაწყვეტილებებით იყოს განპირობებული. სივერტ მანსვერკის თამაშით შოკირებული დავრჩი, მიქაუტაძე ცუდად შემოვიდა, თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა, ჩუბა აკპომი დაკარგული იყო, საერთოდ ვერ გავიგე, ინგლისელი რა პოზიციაზე თამაშობდა", - განაცხადა
აკპომმა.

შეგახსენებთ, "აიაქსი" ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფებიან, მორის შტეინის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო მატჩს 21 სექტემბერს, ევროპალიგაზე "მარსელის" წინააღმდეგ გამართავს.

altმიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "აიაქსი" "ტვენტესთან" დამარცხდა [VIDEO]

altმიქაუტაძე "მეცის" აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

alt"მასში განსაკუთრებით ერთი თვისება მომწონს" - "აიაქსის" მწვრთნელმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჯობდა მეცში დარჩენილიყო, მეცში აფასებდნენ!
მერაბი
19 სექტემბერი 2023 09:48
0
დალაგდება აიაქსი,იპოვიან მიზეზებს და ნა ურაზე მისულებსაც გაუშვებენ,მაგრამ დრო სჭირდება მაგას.
Levani
19 სექტემბერი 2023 00:24
1
იქაც ხიზანა, კობიაშვილი და სანიოლი კი არ ყავთ,მკვდარ სულებს ხვალვე მოიშორებენ
სვანსკი
19 სექტემბერი 2023 11:28
0
დაწყნარდით, იქაური მერაბ დვალიშვილია
მერაბი ყველაფრის ექსპერტად
18 სექტემბერი 2023 23:06
0
აკპომმა თავი გაიკრიტიკა?
აკო
18 სექტემბერი 2023 22:33
0
ESPN -ს ცნობილმა მოექსპერტო დასკვნოლოგმა, მორჩა რა ტრაქტორების ყოველწლიურ რბოლის და სტრაუსების ბეისბოლის დეტალურ განხილვას, როგორც იქნა მოიცალა მიქაუტაძესთვისაც.
ესე იგი, ადამიანმა 2 (ორი!) არასრული მატჩი ჩაატარა ახალგადასულ გუნდში და ისე სთხოვს, გეგონება სკოლის მერე ამსტერდამში იყოს.
საქმე არ გაქვს ვიღაცა ხარ? როგორ ყველა ჩვენიანის ცუდით ან წარუმატებლობით ხარობს, ეს ღვარძლიანები. ჟორჟიკას და ყველა ჩვენიანს წარმატება და წინსვლა!
საქართველოს მტრებს სიკვდილი!
18 სექტემბერი 2023 22:28
2
აქაც შემოესია სანაიას ნაცხროვა…
asea
18 სექტემბერი 2023 21:48
9
წარმატებები გიოს ამ ექსპერტის გამზრდელი კი ყველა ბრუნვაში ვატრიალე.
Გიო
18 სექტემბერი 2023 18:57
0
ჯერ ერთი,თვითონ აიაქსი,ძალიან გაახალგაზრდავდა,ლიდერები წავიდნენ და მათ ადგილებზე ახალგაზრდობა დააყენეს.რა თქმა უნდა დროა საჭირო,ახალი სახის საპოვნელად,ერთმანეთთან და მწვრთნელთან საერთო ენის გამოსანახავად.ამათგან განსხვავებით,მიქაუტაძე,კიდევ უფრო გვიან მივიდა გუნდში და მათთან ერთად,შეკრებაც კი არ გაუვლია.ისედაც დაულაგებელ გუნდთან,რა თქმა უნდა მისი შეთამაშება,კიდევ უფრო გაძნელებულია,მით უფრო,რომ მეცის თამაში,ძალიან განსხვავდება,აიაქსის ტრადიციული თამაშისაგან.მიქაუტაძე,ახალ გუნდში მისვლის შემდეგ,დაახლოებით ორი თვის მერე იწყებს ხოლმე გოლების გატანას და იმედი ვიქონიოთ,არც აქ გაუგრძელდება,მშრალი პერიოდი,უფრო მეტად.თუ არა და ზამთრის შეკრების ერთად გავლის შემდეგ,აუცილებლად ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
სოსო
18 სექტემბერი 2023 16:51
0
პირველ რიგში წარამებები გიოს. ის როგორც ამ აიაქსის ისე ნებისმიერი კარგი დონის ევროპული გუნდის მოთხოვნებს აკმაყოფილებს (ეს აიაქსი საშუალო გუნდიც არ არის, ცუდი გუნდია)
რაც შეეხება მის არჩევანს, ვთვლი რომ შეცდა, კვარამ საუკუნის საქმე გააკეთა იტალიაში, ისე არ გვიყურებენ როგორც მესამე დონის საფეხბურთო ქვეყანას, აი ჰოლანდიელებს კი ზოგადათ ეგ ჩვევიათ, კუჭში რომ გადიან ფიქრობენ რომ მათ განავალს ვარდის სუნი ადის. კარდინალური განსხვავებაა ქართველის მენტალიტეტს და ჰოლანდიელს შორის. არ უნდა დახამებოდა სახელს, ლაციოში სამ თამაშში ერთი გოლი რომ გაეტანა ერთ ადგილას აკოცებდნენ, აიაქსში კი გონიათ რომ ისევ ის დიდი გუნდი ყავთ და მით უმეტეს ფორვარდს თამაში ორი თუ ვერ შეაგდო კარგ ფორვარდათ არ თვლიან.
მაგრამ რახან ასე გადაწყვიტა ახლა შუააზე უნდა გაიხეს რომ დაამტკიცოს თავის კლასი. მთავარია მწვრთნეი არ აყვეს პრესის ნარატივს და გიომ ვარჯიში არ მოაკლოს. არ ვიცი რა აი ზუსტად ვიცოდი ასე მოხდებოდა:(
saba
18 სექტემბერი 2023 15:56
0
ყველა ექსპერტებმა დააყენეთ ერთი ადგილი, ვინც უყურა აიაქსის თამაშებს, გამოუცდელი თვალითაც შეამჩნევდა, რომ ეს გუნდი არაა, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, შეუთამაშებლები არიან, ყველა თავისას აწვება, არავითარი გუნდურობა. იმედია შეთამაშდებიან და ყველაფერი დალაგდება. გიოს აიაქსში გადასვლა ძალიანაც სწორი ნაბიჯი იყო, ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ერედივიზიონშიც და კიდევ უფრო მაღალ დონეზედაც.
q
18 სექტემბერი 2023 14:05
8
ქართულად წერა გესწავლა არ სჯობდა?
????
19 სექტემბერი 2023 15:37
0
კიდე მაგას იძახი სწორი ნაბიჯი იყოო აიაქსში გადასვლაო, სასტაულია რა
?
18 სექტემბერი 2023 19:07
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული