სრული სიგიჟე ირანში - რონალდოს გუნდმა ვერც კი ივარჯიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 19 სექტემბერს გიორგი გველესიანის "პერსეპოლისი" საკუთარ მოედანზე კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრს" მასპინძლობს. ირანში რომ ფეხბურთი ფანატიკურად უყვართ, ეს ახალი ამბავი არავისთვისაა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის ქვეყანაში ჩასვლას სტანდარტულად არ ჩაუვლია. "ალ ნასრის" სასტუმროსთან იმდენი ფანი იყო შეკრებილი, რომ გუნდმა "აზადის" სტადიონზე წასვლა და ვარჯიში ვერ მოახერხა. 

"ალ ნასრი" თეირანში გუშინ, 18 სექტემბერს ჩაფრინდა. "პერსეპოლისის" პრეზიდენტმა რეზა დარვიშმა პორტუგალიელს 80 000 $ ღირებულების ხალიჩა აჩუქა, მთელ ქალაქში რონალდოს მისალმების ბანერები იყო გამოკრული. გულშემატკივრები, კი დედაქალაქში მთელი ირანიდან ჩავიდნენ და ღამე
იმ სასტუმროსთან გაათიეს, სადაც "ალ ნასრი" არის განთავსებული. 

აღსანიშნავია, რომ არაბულ გუნდს გუშინ, მატჩისწინა ვარჯიში მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არენაზე, "აზადის" სტადიონზე (ტევადობა 110 000) უნდა ჩაეტარებინა. "ალ ნასრმა" არა თუ არენამდე მისვლა, სასტუმროდან გასვლაც ვერ მოახერხა - ათიათასობით ფანის კორდონის გარღვევა და კლუბის ავტობუსისთვის გზის გათავისუფლება პოლიციამაც ვერ მოახერხა. 

დღეს, კი მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება, რისი მიზეზიც, "პერსეპოლისის" ხელმძღვანელობის უცნაური გადაწყვეტილებაა. კლუბმა, სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით (სწორედ ამ სტრუქტურას ეკუთვნის "პერსეპოლისი") არენის განახლება სეზონის განახლების წინ დაიწყო და ტრიბუნების დიდი ნაწილი მოანგრიეს. თავდაპირველად იყო შანსი, რომ "პერსეპოლისი" - "ალ ნასრი" ინდოეთში გამართულიყო, მაგრამ აზიის ფეხბურთის ფედერაციამ ირანულ კლუბს შეხვედრის საშინაო არენაზე ჩატარების უფლება მისცა. თუმცა იმის გამო, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული ვერ იქნებოდა, ტრიბუნებზე ფანები არ დაუშვეს. 

მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 20 /
დიდ გალიაში დამწყვდეული ხალხის სახე
კირკიტა
28 ნოემბერი 2023 16:02
0
ისე სანამ რამეს დაასკვნით ,ეგებ კარგად დააკვირდეთ იმას რომ მათი გზები მილიარდჯერ აღემატება თქვენსას ხარისხით.მათი შენობები ტრილიარდჯერ თქვენსას. . . თქვნეზე ნაკლებად ლამაზი ქალები არ ყავთ და თქვენგან განსხვავებით ბოზებიც კი უფრო ეფექტურები ყავთ. . გუშინ უთენია კოლმეურნეობაზე ღამის კლუბიდან ამოსული პროევროპელი მე კონნტროლიორის ფორმაში მყოფს მეკითხება ჩემი ცოლი ხო არ გინახავსო. . .აი თქვენი დიდი ალექსანდრე მაკედონელი სპარსეთის იმპერიაში როცა იპყრობდა,მაშინ ნახეს პირველად მატყლის ლეიბი და ლოგინი,თქვენმა ველურმა ევროპელებმა. . . მაშინ ნახეს ჯაკუზი და კიდევ ის რომ ხალხი ბანაობდა. . . აყროლებული ევროპელი ველურები გაოგნებული იყვნენ სპარსელი ქალების კდემამოსილებით. . .500 თავით იდგა მაღლა მაშინდელი აზია თქვენს ევროპაზე,ხოლო ის რომ ევროპა დღეს ცივილიზაციათა,ეს არის წმინდა წყლის ბლეფი. . . გაზულუქდა სხვისი ძარცვით ნაშოვნი ფულით და დღეს ხარაკირს იტარებს იმდენად გარეკა. . აი ესაა სინამდვილე
Napoleoni
12 ოქტომბერი 2023 08:51
0
ავადმყოფებიი @@
zura222
19 სექტემბერი 2023 21:31
2
ბიჯო რავიცი მუსლიმი სირიელების აფრიკელების და აზიელების არ იყოს ჩვენთან კეფირ და შაითან ამერიკა-ევროპებში მოდიხართ სამკურნალოდ და ლტოლვილებად ,არა საუდს არაბეთში . პაკისტანში ან ინდონეზიაში ... აბურჯგაჯან შენ რას აპირებ რამე რო იყოს? თეირანის გარეუბანში რამე რო იყოს იცხოვრებ ?
anglosaxon
19 სექტემბერი 2023 20:57
3
მხოლოდ ტრადიციებისთვის რომ დაგვეჯერებინა და პროგრესი დაგვეკიდებინა ეხლაც გამოქვაბულში ვიჯდებოდით და მთავარი საზრუნავი შუბზე ვინმეს წამოცმევა იქნებოდა, თუმცა ბევრი დღეს ზუსტად ეგეთი "ტრადიციულია", ზომიერება მეგობრები ზომიერება ყველაფერში.

P.s.
ისე აი რა დღეშია ხალხი დღეს, რონალდოს (რომელიც "ფეხით ბურთს კარგად ურტყავს") გამო გიჟდება, სასაცილო არ არის? იმიტომ აფანატებენ რომ სხვებზე კარგად დარბის და ფეხს ბურთს ურტყავს :-D
სხვა
19 სექტემბერი 2023 13:53
28
ამ გიორგისიც გამკვირვებია რა უნდა მანდ ან აგენტი არ გყავს ან რავიცი სლოვენიაში მაინც გადადი ევროპაში მაინც იქნები
პეპე
19 სექტემბერი 2023 13:53
23
ხვიჩა თუ ევროპაში გადავიდა, იმიტომ არ უშლიან ნერვებს!
------
19 სექტემბერი 2023 14:48
1
ფეხბურთზეც გეთქვათ ერთი-ორი სიტყვა
aburjga-ს
19 სექტემბერი 2023 12:36
3
ირანის ტრადიციულ სახელმწიფოს დიდი დღე არ უწერია! სადაც შეაღწევს ჯინსი, ბითლზი, ფეხბურთი, სიტყვა დემოკრატია .... იმ ქვეყნის ათასწლოვანი არსებობა დამთავრებულია. ირანს უახლოეს მომავალში მოელის ლიბიის ბედი!
aburjga
19 სექტემბერი 2023 11:59
41
რა ჯინსი რა ბითლზი... ირანში, რომ ჯინსი ეცვათ და ბითლზებს უსმენდნენ საქართველო სსრკ-ს წევრი იყო. სწორედ დასავლეთმა დაამხო თავისუფლება ირანში და მოლები გამოიყვანა საპარეზზე. რაც შეეხება ლიბიის ბედის გაზიარებას. ეგეც გამორიცხულია.
გელა
21 სექტემბერი 2023 09:21
2
ბიჯო რა აიქაფეთ პირი ... ბაჩა-ბაზი და ირანული ჰარამჰანის ულვაშიანი ჯეელები არ გაგიგია? საუკუნეების წინაც ამერიკა იყო ? რაც ბანანის რესპუბლიკები და დიქტატურებია ყველა ამერიკას აბრალებს არადა თავიანთი ხალხი ნაგავში იქექება და ელიტები მდიდრდება , კორუქცია და უცვლელი ლიდერები ... ჰე იძახეთ ახლა -- შაითან ამრიკა ... გეუბნები აღმოსავლური სისხლი გიყივით მეთქი და არ მიჯერებთ ...
კონსერვატორი
19 სექტემბერი 2023 20:37
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული