ვაკო ყაზაიშვილის ასისტი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - "ულსანმა" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კორეის ჩემპიონმა "ულსან ჰიუნდაიმ" აზიის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი მატჩი ტაილანდურ "ბპ პატუმ იუნაიტედთან" ჩაატარა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში შეხვედრა სრულად ჩაატარა ვაკო ყაზაიშვილმა და საკუთარ გუნდს საგოლე პასით დაეხმარა. 

ქართველ ნახევარმცველს გოლის გატანა თავადაც შეეძლო, თუმცა არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, მატჩის 78-ე წუთზე უნგრელ თანაგუნდელ მარტინ ადამს საგოლე პასი გაუკეთა - მაღალი ბურთი კოლეგას ეფექტურად დაუგდო და "ულსანის" ცენტრფორვარდს გატანა აღარ გასჭირვებია. საერთოდაც, უნგრელმა შეხვედრაში ჰეთთრიკი შეასრულა. 

გამარჯვების შედეგად ქართველის გუნდი ჯგუფის ლიდერი გახ
და, "ჯოჰორ დარულ ტაზიმმა" და "კავასაკი ფრონტალემ" ამ წუთებში თამაშობენ. მომდევნო მატჩს "ულსან ჰიუნდაი" 3 ოქტომბერს სტუმრად, იაპონიაში გამართავს. 


მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ ჩამოვწერეთ ვაკო ასე ნაადრევად ნაკრებიდან ვერ ვხვდები?! სკამიდან რომ ჩაერთოს ხოლმე მაგასაც არ იმსახურეებს?
ბექა90
20:03 19-09-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული