"ნაპოლიმ" სტუმრად "ბრაგას" დიდი გაჭირვებით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ბრაგა“ 2:1 დაამარცხა.

წვიმიან ამინდში შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწყო და მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ორტას და ოსიმენს გატანა მეკარეებმა არ დაანებეს. შემდეგ კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი ოსიმენმა დაარტყა და მეკარე მატეუსმა იხსნა თავისი გუნდი. მერე მან დო ლორენსოცაც არ გაატანინა. „ნაპოლი“ თანდათან უპირატესობას დაეუფლა, ხვიჩას დაგორებული ბურთი ოსიმენმა დაარტყა და პორტუგალიელები ამჯერად ხარიხამ იხსნა. უნდა ითქვას, მასპინძლები სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ და სახიფათონი იყვნენ. 35-ე წუთზე კარის წინ მცველთან ბრძოლაში ვიქტორი წაიქცა, მსაჯმა
ვიდეოგამეორება ნახა და პენალტი არ დანიშნა. კომპენსირებულ დროში კი საჯარიმოში "კვარას" ჩაწოდებული ბურთი ოსიმენისგან დი ლორენცოს მიუვიდა და კაპიტანმა უძლიერესი დარტყმით სტუმრები დააწინაურა.

მეორე ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, „ბრაგა“ აქტიურობდა და „ნაპოლის“ ხშირად უწევდა თავდაცვა. „კვარა“ 66-ე წუთზე ელმასმა შეცვალა, ხოლო პოლიტანო რასპადორიმ. მერე მეკარესთან პირისპირ გასულმა ზილენსკიმ ვერ უწია მიზანს. პორტუგალიელებმა კი ბრუმას თავურით ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, მალე ზილენსკის ჩაწოდებულ ბურთს ნიაკატემ საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი. დარჩენილ დროში მასპინძლებს სამი კარგი შანსი მიეცათ: ორტამ და ბრუმამ მიზანს ააცილეს, ხოლო პიცის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და "ნაპოლიმ" არადამაჯერებელი თამაშით გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ 3 ოქტომბერს, მეორე ტურში „რეალს“ უმასპინძლებს.

ბრაგა. "ესტადიო მუნიციპალი"
ბრაგა - ნაპოლი 1:2
გოლები: დი ლორენცო (45+2), 1:1 ბრუმა (84), 1:2 ნიაკატე (88, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 48 /
კვარადონაც შეიფერა, არა არ ვარო არ უთქვამს, არადა კვარადონა მარადონამდე ისეა დაცილებული როგორც მთვარე მარსიდან.
ამზეა ნათქვამი თავბრუდახვევა წარმატებისგან.
ივარჯიშე, კონცენტრირდი, მოინდომე და თუ შეგიძლია გამოგივა კიდეც.
აბა შენ იცი.
ასეა ეს
14:54 21-09-2023
10
კვარაცხელია იმ დროს გაიყვანა როცა ყველაზე საჭირო იყო მისი მოედანზე ყოფნა.ბრაგა ვაბანკზე წავიდოდა აუცილებლად და ზურგიც მოუშიშვლდებოდა ,ხვიჩასთვის კი შეიქმნებოდა ის გარემო ,როცა თავს ისე გრძნობს როგორც თევზი წყალში.შეცვლა შეიძლება იმან განაპირობა რომ ნაპოლის დაცვის მარცხენა ფრთა იმ მომენტისათვის თითქმის მთლიანად მოირღვა, ხვიჩა და ოლივეირა უსუსურად გამოიყურებოდნენ,მაგრამ ხვიჩა კი არ უნდა შეეცვალა არამედ მოედანზე დაეტოვებინა და ფრთა სხვა საშუალებით,სხვა ფეხბურთელით გაემაგრებინა.
საჩინო
12:48 21-09-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული