ფედელე: გარსია "კვარას" განტევების ვაცად იყენებს და ინტელექტის დეფიციტი აქვს

AutoSharing Option
ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ბრაგასთან" მატჩის შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელი რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ დამოკიდებულების გამო Marte-ს ეთერში გააკრიტიკა:

"როდესაც გუნდი ცუდად თამაშობს და იგებს, მაშინვე უნდა შეიცვალო, რათა უკეთესი გახდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯიუტი ხარ. როდესაც საქმეები ცუდად მიდის, ფეხბურთელებს ცვლის. წარმატებული გასული სეზონის შემდეგ, რაც ახლა ხდება, რაღაც ნეგატიური კი არა, ინტელექტის დეფიციტის აქტია.

გარსია პატივმოყვარეა, თავისი უპირატესობის დამტკიცება სურს და მისი მხრიდან ქართველის მიმართ აგრეთვე აშკარა იდიოსინკრაზიას ვხედავ. "კვარას" განტევების ვაცად იყენებს. როდესაც ნიჭიერი მოთამაშე
გყავს, კი არ უნდა შეცვალო, არამედ მხარი უნდა დაუჭირო. ასეთ ვითარებაში ქართველი ფსიქოლოგიურად როგორ მდგომარეობაში იქნება?

რა უნდა მოიმოქმედონ, რათა "ნაპოლიმ" თამაში გამოასწოროს? მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ნახევარ სიმართლეს ამბობს და ზომების ნაწილობრივ მიღებას მოითხოვს. არავითარი სურვილი არ მაქვს, ვინმესგან მადლიერება დავიმსახურო. "ბრაგასთან" შეხვედრა განგაშის მაუწყებელია და მწვრთნელის შეცვლაა შესაძლებელი, მაგრამ საქმე იმაშია, ვის დანიშნავენ გარსიას ნაცვლად. აურელიო ანდრეაცოლი? ურიგო იდეა არაა - სპალეტის შემდგომ პერიოდში კარგი ვარიანტია. ის "რომაში" სპალეტის მთავარი თანაშემწე იყო და ნეაპოლურ კლუბში თავისი ხედვა ექნება".

მკითხველის კომენტარები / 19 /
მე როცა დავწერე გარსიას უინტელექტო სახე აქვს, წამოვიდა დისლაიქები
სამართალი
22 სექტემბერი 2023 17:20
2
ხვიჩა კიარა სალაჰი არა ფორმაში და კიდევ ბევრი ფეხბურთელი და ეს ჩვეულებრივი ამბავია ,, რაც შეეხება ამ მწვრთნელს ეს არაბეთში მუშაობდა და რონალდომ ეს კაცი თუ იქნებაო მე არ ვითამაშებო და ამ მოთხოვნით გაუშვეს გუნდიდან, როგორ წარმოგიდგენიათ ფეხბურთელის მოთხოვნით რო გაგიშვებენ,, და ნაპოლიში ჩამოიყვანეს. ეს მწვრთნელი დაღუპავს ამ გუნდს, წელს თუ არ შეცვალეს. რაც შეეხება კვარს ეს კვარაა და არა მესი და რონალდო რო ყოველ სეზონზე 48 გოლი გაიტანოს ზედმეტს ითხოვთ ამ ფეხბურთელისგან. ... კვარა კარგი ფეხბურთელია მარა ჯერ ვარსკვლავობამდე ბევრი გზააა და რთული
ცისფერი მთები
22 სექტემბერი 2023 16:11
9
რას იგონებ რას ქვია არაა ფორმაში , მშვენივრად ითამაშა უმიზეზოდ ცვლის ყველა მაგას იძახის
bidzia
22 სექტემბერი 2023 22:05
0
ხვიჩა რაღაც რომ ხდება შენს თავს ამაში მგონი ყველანი ვთანხმდებით შენი თავის ჩათვლით. ამდენი ხნის მანძილზე ბურთს რომ ვერ გაიტან თანაც შენისთანა შემტევი ფეხბურთელი ეს უკვე რაღაც პრობლემაზე მიუთითებს. როდესაც ბრწყინავდი სათადარიგო სკამზე რა თქმა უნდა ვერავის დაგსვამდა, ეხლა კი ხომ ხედავ ჯერ გცვლიან და მალე თუ ყველაფერი ძველებურად არ იქნა სათადარიგო სკამზეც აღმოჩნდები დიდი დროით და აქ მწვრთნელი კი არა შენი ბრალი იქნება. გუნდის ინტერესებში რაც არის იმას გააკეთებს მწვრთნელი და ამაზე გული არ უნდა მოგივიდეს, აი შენ თავზე კი მოგივიდეს ბრაზი. გინებაც მწვრთნელის გადაწყვეტილებაზე შენ გავნებს და მას კი არა, ესეც გაითვალისწინე კარგად.
კონცენტრირდი, ფსიქოლოგიურად მოემზადე და ყველაფერი კარგად იქნება.
წარმატებებს გისურვებ კვარა.
07
22 სექტემბერი 2023 15:38
5
ეს ტიპი უკვე მომწოონს DD
zura222
22 სექტემბერი 2023 13:21
0
დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო - ნაპოლეონმა. ღმერთმა ნუ ქნას, ხვიჩას სტვენა დაუწყონ.
xuta
22 სექტემბერი 2023 00:14
29
ეგ გოიმებისთვის.))
Stalin.
22 სექტემბერი 2023 02:44
2
რატომღაც მჯერა რომ გარსია სეზონს ვერ დაამთარებს
მამუკა
21 სექტემბერი 2023 23:13
2
G.LA ან მოკვდა ან სახელი გამოიცვალა.სადა ხარ ბადრი შუბლაძე-იგივე G.LA????
G.LA-ს
21 სექტემბერი 2023 21:50
3
შიბლაძე
Zangi
22 სექტემბერი 2023 02:45
0
კარგი მწვრთნელი სჭირდება კვარას,რომ მისი უნარ-ჩვევები ახალ დონეზე აიყვანოს და გახსნას,როგორიც კლოპი და ანჩელოტი არიან და არა ეს ფრანგების სხადნიაკი აქეთ სანიოლი და იქეთ გარსია.
მეზღვაური
21 სექტემბერი 2023 21:29
2
"ლავრენტასგან" ხომ არ მოდის კვარას მოჯენის ინსტრუქციები? სავარაუდოდ ხელფასის მომატების მოთხოვნის გამო
კოჭლი ზურაბა
21 სექტემბერი 2023 21:12
3
აბსოლიტურად ჯანსაღი შეფასება სიტუაციის! სულ რომ 5:0 მოეგო ნაპოლის, ეს არ ნიშნავს რომ გარსია "ვირტუოზია", ის მაგარი უსუსტესი და ჯიუტი (ცუდი გაგებით) მწვრთნელია ფეხბურთის სამყაროში. მას გეგმა "A" აქვს მოხაზული (ჩანს კარგადაც როგორი) და თუ არ გაამართლა არ გააჩნია ალტერნატივა, არც "B" და "C"-ზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია! ნებისმიერი სპორცმენი ზოგჯერ ემოციების გავლენის ქვეშ ექცევა რასაც განიცდის ხვიჩა და რაც კიდევ აისახება მის თამაშის ხარისხზეც, ძალიან ძნელია ითამაშო იმ სტრესის და ნერვიულობის ფონზე რაშიც იმყოფება! გარსია საერთოდ გუნდს ვერ ხედავს და ვერ გრძნობს! მე არ მესმის კიდევ ვიმეორებ ანგისას მოედანზე ყოფნის დანიშნულება, ძალიან ცუდი და უსუსტესი თამაშები აქვს ბოლო პერიოდში, აღარაფერს ვამბობ ოსიმენის გაცუდებულ და უამრავ შეცდომებზე რასაემატება მისი ძალიან ცუდი თვისება "ამპარტავნობის და ეგოისტობის", რაც ძალიან შესამჩნევია! პასების დეფიციტი, დაცვის სუსტი მხარეები, შუა ხაზი ისეთივე მდგომარეობაშია როგორც საქართველოში მოსახლეობის საშუალო ფენა, ანუ არ არსებობს!!!! აურელიოს და მის "პაიკს" გარსიას გუნდი მიყავთ უფსკრულისაკენ!!! სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს გარსია!!!! ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და ჯანსაღი კრიტიკა, რისკენაც მოვუწოდებ ყველას და არ არის საჭირო ბეხბურთელის მიწასთან გასწორება და დაცინვა, რა სჭირს კვარას ვიღაცეების დასაცინი! კაცმა, დიდი ხნის ხელებ ჩაქნეული უკან ფეხბურთისკენ მომაბრუნა!!!!!! წარმატებები ჩვენს "ბიჭს" და სიამაყეს!!!
NAPOLI!
21 სექტემბერი 2023 21:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული