კასანო: "კვარას" ადგილას "ნაპოლის" გასახდელს დავანგრევდი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია აქტიურად განიხილება იტალიურ მედიაში და ამაზე ვეტერანმა ფეხბურთელებმა ანტონიო კასანომ და დანიელე ადანიმ BoboTV-ის ეთერში ისაუბრეს. მათ ქართველს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

"განუახლებენ თუ არა "კვარას" კონტრაქტს? გასულ სეზონში ის შესანიშნავად თამაშობდა, დე ლაურენტისმა კი უპასუხა, რომ კლუბთან ხელშეკრულებით კიდევ 4 წლითაა დაკავშირებული. ეს უგუნურებაა.

მე რომ რაღაც მსგავსი შემმთხვეოდა, ასეთი რამ კი მადრიდში მოხდა, გასახდელს გადავაბრუნებდი. სკამებს მარცხნივ და მარჯვნივ გადავყრიდი და ყველაფერს დავამტვრევდი. "ნაპოლი" უნდა უმადლოდეს, რომ "კვ
არა" კარგი ბიჭია და მსგავსი რეაქცია არ ჰქონდა, მაგრამ თუ იგივე გაგრძელდა, ეს ნორმალურ ურთიერთობას რისკის ქვეშ დააყენებს".

ადანი: "მას დღემდე არ აქვს ადეკვტური კონტრაქტი და ეს მიუხედავად იმისა, რომ "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორისაა, აბსურდია".

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩაყევით საკმაოდ ვრცლად მაგრამ საზრიანად ხსნის იუზერი ხვიჩას სირთულეების შესახებ.
მოკლედ ხვიჩაზე ვუსმენდი ორშაბათობაში ბაზრობდნენ და იწერებოდა რო პას არ აძლევენ ისევ ფლანგზე ყავთ მიჯაჭვული და სათანადოდ არ ტვირთავენო,
ხოდა ჩემი აზრით მწვრთნელის და გუნდელების კი არა პირველ რიგში ხვიჩას ბრალია ეგ იმიტომ რო თვითონ არ არის მოედანზე აქტიური არც ბურთით და მითუმეტეს არც უბურთოდ,
მარიო რუი ისევ არ აძლევს პასს საერთოდ არ იმჩნევსო
აბა წარმოიდგინეთ ბურთი გაქვს და გარშემო ორი პარტნიორი გეხსნება ერთი გიყვირის ხელებს გიშლის გეძახის ბურთი დამიგორეო და მეორე უფრო კარგ პოზიციაშია მაგრამ პროსტა დგას და ელოდება შენ როდის მისცემ ბურთს რა თქმა უნდა იმას მისცემს პასს ვინც ეძახის და ბურთს თხოვს, ამიტომაც არის რო ინერტულ ხვიჩას არ იმჩნევს გუნდი,
მოკლედ ხვიჩას ყველაზე კარგი როგორც გუნდის ლიდერი და თამაში ქონდა მილანთან მეორე მატჩი ლიგაზე და განსაკუთრებით მეორე ტაიმი სადაც ყველაზე მეტჯერ ეგ იყო ბურთით და თუ გუნდი რამე მომენტს ქმნიდა ყველაფერს ხვიჩას გავლით აკეთებდნენ. ხოდა შეადარეთ როგორი აქტიური იყო მაშინ და როგორი აქტიურია ეხლა. ყველაფერს რო თავი დავანებოთ ისე ფორმას ვერ დაიბრუნებ მინდორზე რო გახვალ თუ თანაგუნდელებს დაელოდები ბურთს როდის გადმოგიგდებენ, უფრო აქტიური უნდა გახდეს ბურთითაც და უბურთოდაც, ამ სეზონში საერთოდ ძალიან ინერტულია, შეიძლება 10-15 წუთი ისე გავიდეს თამაშის რო საერთოდ ბურთს არ შეეხოს ხოლმე, არ ვიცი ბოლო თამაშებში საერთოდ ჯამში ალბათ 10 წუთი არ ექნება მინდორზე ბურთთან ერთად გატარებული, მაშინაც კი როცა ბურთს მიიღებს 90% კაცის მოტყუებაზე აღარ მიდის ეგრევე უკან აკეთებს პასს ან საჯარიმოში აწვდის ხოლმე.
ხოდა ამით იმისთქმა მინდა რო მთლად მწვრთნელს და თანაგუნდელებს არ უნდა დავაბრალოთ რო პას არ აძლევენო, თვითონაც ძალიან ინერტული იყო ნაკრების თამაშებზეც და კლუბშიც. და თუ ფორმაში ვერაა მაშინ მითუმეტეს მაგის მაგივრად სხვა ვერ შევა ფორმაში, თვითონ უნდა გახდეს ბურთთან ერთად და უბურთოდაც უფრო აქტიური, უფრო ხშირად უნდა წავიდეს კაცის მოტყუებაზე და კარშიც უფრო ხშირად უნდა ურტყას.
პ.ს. იმაზე მოგიყვებით რო გარსია საშინელი მწვრთნელია და გუნდს საერთოდ არ ეტყობა მწვრთნელის ხელი, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ რო ხვიჩა მაინც ვერ თამაშობს თავის ფეხბურთს, 22 წლის ბიჭია და იმის მაგივრად რო უფრო და უფრო უმატებდე ინდივიდუალურად აქეთ რაღაც კომპონენტებში კლებულობს, მაგალითად სისწრაფე დააკლდა რომელიც უფრო უნდა მომატებოდა, არ ვიცი ეს უფორმობას დავაბრალო თუ რას მაგრამ მწვრთნელი ხედავს რო უფრო შენელებულია და არააქტიური მინდორზე.
Kazanova
00:46 23-09-2023
35
ჯიგარია, მარა გამოქლიავებული.DDD
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული