ხვიჩას ძალისხმევით მოპოვებული პენალტი - "ნაპოლიმ" ისევ დაკარგა ქულები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეხუთე ტურში, „ბოლონიასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 0:0 დასრულდა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო, ოსიმენმა ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე კი კვარაცხელიამ ვერ უწია მიზანს. ხვიჩა უფრო უკანდახეულ პოზიციაზე თამაშობდა, დაცვას ხშირად ეხმარებოდა, შეტევაშიც აქტიურობა და ებიშერს ყვითელი ბარათი მიაღებინა. შემდეგ მის დარტყმულ ბურთს მეკარე სკორუპსკი დაეუფლა. მასპინძლები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ბოლონიელებმა უკეთ დაიწყეს, კვარაცხელიამ მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. მერე „კვარამ“ თამაში
გაამწვავა, კარშიც დაარტყა, თუმცა მეკარემ მოიგერია. 70-ე წუთზე „კვარა“ საჯარიმოში შეიჭრა, ოსიმენს გადაცემა გაუკეთა, ბურთი ხელზე მცველს მოხვდა, პენალტი კი ვიქტორმა ვერ გამოიყენა. საპასუხო შეტევისას ზირზკეს გატანა „ნაპოლის“ მეკარე მერეტმა არ დაანება. 76-ე წუთზე ხვიჩა ელმასით შეცვალეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ურიგოდ არ ირჯებოდა და ნეაპოლელებს გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდათ, გარსიას გადაწყვეტილება უცნაური გახლდათ, მით უმეტეს მალე მოედნიდან ოსიმენიც გაიყვანა. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ - 0:0.

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ, 8 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 27 სექტემბერს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია - ნაპოლი 0:0

მკითხველის კომენტარები / 58 /
არ ვიცი, შეიძლება მეჩვენება, მაგრამ მე მგონი თამაშიდან თამაშამდე უმატებს კვარა, პატარა იღბალიც უნდა
giorgi 3
25 სექტემბერი 2023 00:06
1
მე ერთი რამ აშკარად დავინახე და თუ აქამდე ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული ახლა მყარად მჯერა,რომ მხოლოდ ხვიჩას შეუძლია ნაპოლის ამოქოქვა და ჩემპიონის ორბიტაზე გაყვანა.
ეს შარშან გააკეთა და ჯერ დროა ახლაც გააკეთებს.
უყურეთ ხელახლა და ნახეთ, ორჯერ იყო ამ თამაშში ჩემპიონი ნაპოლი, რომ დავინახე. როგორ გაცოცხლდა ლობოტკა, განსაკუთრებით ანგისა და ყველა მოწესრიგდა უცბად. მერე ისევ ჩაქვრნენ.
ხვიჩას უჭირავს ჯადოსნური გასაღები და პრეზიდენტიც და გარსიაც მის ხელშია!!!
თენგო
24 სექტემბერი 2023 22:39
4
ასე მგინია ჩვენ უფრო ვიცით რა და ვინ სჭირდება ნაპოლის საჩემპიონო ბრძოლაში დასაბრუნებლად. ვიცით კი არა, მგონი ჩვენ უფრო გვინდა ვიდრე დილაურენტისს! სხვსნაირად არ მესმის როგორ შეიძლებოდა ამ არარაობა გარსიას მოთრევა!
Zaza
25 სექტემბერი 2023 02:42
2
ხვიჩა დღეს ძალიანაც კარგი იყო. განსაკუთრებით ბოლოსკენ მოუმატა და სწორედ მაშინ შეცვალა გარსიამ. საერთოდ ნაპოლის რომ წელს გაუჭირდებოდა ეს ლოგიკური იყო. ნაპოლი გრანდი არაა და ისეთი ზეწარმატებული სეზონის შემდეგ მაგ ტიპის გუნდებს ჩავარდნა აქვთ ხოლმე.ამას ემატება ისიც რომ გარსია ისეთი მწვრთნელია აი თავში რომ ბლომად ტარაკნები ყავს ხოლმე. ლობოტკასთვის წამყვანი როლის ჩამორთმევა ნახევარდაცვაში, უაზრო ახირება რომ საჭიროა თუ არა, მაქსიმალურად უნდა მიეცეთ დრო თადარიგის ხალხს, კიდევ რაღაც საეჭვო გადაწყვეტილებები... მოკლედ გასაკვირი არაა რაც ხდება.რაც შეეხება კვარას. კვარა ყველაზე კარგი იყო გუნდში დღეს. წინა თამაშებშიც სხვების ფონზე ერთერთი საუკეთესო. კიდევ მოუმატებს , ამაში დარწმუნებული ვარ, დროის ამბავია მხოლოდ.მშვიდად უნდა გააგრძელოს თამაშიც და შრომაც და ყველაფერი მოვა. თან ის ზედმეტი ისტერიკა და ეგზალტაციაც რაც მის გარშემო იყო ატეხილი, ცოტა ჩაცხრა, ქართული დროშებით ნეაპოლის ქუჩებში სირბილი და ტურჯგუფების იქ ჩასვლა შეწყდასავით. ისე ის ხალხი თუ საგულშემატკივროდ ჩადიოდა იქ, ახლა რატომ აღარ ჩადის, ახლა ხომ უფრო ჭირდება გულშემატკივრობა, არა?
არტ
24 სექტემბერი 2023 23:23
2
არადა ყველაზე მეტად დღეს მომეწონა კვარაცხელია!
სანდრო
24 სექტემბერი 2023 22:36
4
ნაპოლის ბლოგერებს ვუყურებ. ტიპები ყვირიან, კივიან და ბოლოს ხმას რო კარგავენ ხავიან.... აღარ გვინდა გარსია, ბასტა ბასტაო იძახიან. გუნდს გოლი აქვს გასატანი და კვარას და ოსიმენს ცვლის ეს ყ... ესაო.
მოკლედ მთელი ნეაპოლი ერთ ჭკუაზეა - ნახუი გარსია!!!
მდააა...
25 სექტემბერი 2023 01:03
3
სპალეტისაც შეუცვლია და არ ატრაკებდა ხოლმე... მარა აქ მარტო შეცვლაზე არაა ამბავი, ტიპი მატრაკვეცობს ამ შეცვლებით, თან ჟურნალისტებთან რაღაც სისულელეებით აპრავებს, თან ცდილობს ყველას დაანახოს რომ ვინაა აქ ბოსი და რაღაცნაირი ვაზელ8ნა ტიპია, მენტალურ მწვრთნელადაც არ გამოდგება, არც ტაქტიკურად და გუნდშიც ქაოსია... ერთ მომენტში ანგისა დაცვაში ჩამოყვა ბოლომდე ბურთს და მეკარემ არ მისცა პასი და ამან ხელი აიქნია... რაღაცა ძაან არაჯანსაღი გარემოა გუნდში და სულ რო მართლა გუარდიოლასავით იყოს, ასე თუ გაგრძელდა აუცილებელი იქნება მისი შეცვლა... ეხლა საქმე ისაა, ცოტა დრო უნდა მიცე მაინც, მარა არც იმდენი რო სეზონი სრულად ჩავარდეს, რისკი საკმაოდ დიდია
რა მაფიაა?
25 სექტემბერი 2023 00:22
2
კუნთები სტკიოდაო კვარასო და მაგიტო შევცვალეოოო.
არანაირი ჯიბრში ჩადგომა არ არსებობს. გვეჩვენება
!!
25 სექტემბერი 2023 00:55
8
გარსიას მარტო მე ვაგინებ თუნაქაც ხართ ეგეთი ხალხი?? იმენა გაუხირა რა ბიჭს. იმ თამაშებში სადაც საუკეთესოა მინდორზე მაინცდამაინც მანდ ცვლის, ბრუციანია მგონი და სხვა გონია, ან ძაან დებილია!!! არაფერი ეშველება ამ გუნდს ასეთი ჩლუნგი მწვრთნელით, ან სად მონახეს საერთოდ. ტიპს ერთი ტიტული აქ მოპოვებული, საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო პირველი მსოფლიო ომის დროს
მურთო
25 სექტემბერი 2023 00:09
2
ყველა ერთხმად 100%
სვანსკი
25 სექტემბერი 2023 10:38
0
Მარტო კვარა და ოსიმენი ამწვავებს შეტევებს ნაპოლიში. Შეცვლას რაც შეეხება, არ დაგავიწყდეთ ყვითელიც რომ ჰქონდა ხვიჩას. Ისე, ხელების ქნევას და ყველაფერზე მსაჯთან აპელირებას თუ გადაეჩვევა, კარგი იქნება.
გოგა
25 სექტემბერი 2023 09:21
5
შემტევები და ე,წ. ზვეზდები ეგენი არიან და აბა ვინ უნდა გაამწვავოს,არა ბიჭო მე ჩავალ აქედან-ფოთიდან და გავამწვავებ. რა კვარას მოპოვებული პენალტი მცველს ასხლეტილი ბურთი ხელზე მოხვდა, ან არ მოხვდა სულ ეგ იყო,მოდით არ უნდა ეს ზღვარგადასული ქება,თორემ დავღუპავ ბოლომდე ამ ბიჭს.....შესაცვლელი იყო და შეცვალეს კიდევ და ხელების შლა ვერაფერს შეცვლის მის კარიერაში..
შულაია
25 სექტემბერი 2023 10:38
10
გარსია ნავსია. რეებს აკეთებს გაგებაში არაა და ამ დროს ის "მევახშე" ვერ ხედავს? შეცვლები ისეთი აქვს მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამს წყალს! კვარას და ოსიმჰენის გამოცვლას არ ჯობდა აგისა, რომელიც ბრაზილიელ ვარსკვლავ სოკრატესს მარტო გარეგნობით გავს, გამოეცვალა?
ვაჟა მასწ.
24 სექტემბერი 2023 22:50
5
სოკრატეს თეთრი იყო და ექიმის დიპლომი პქონდა... რითი ჰგავს ანგისა?!...
დდდ
24 სექტემბერი 2023 23:10
0
შენ თუ სოკრატესი გყავდეს ნანახი მე ვიყო კატა )))
მეგრელი
24 სექტემბერი 2023 23:36
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული