სადამდე "გაქაჩავს" "ნაპოლის" მწვრთნელი - როდის აინაზღაურებს "კვარა" დანაკლისს და რა იცის ოსიმენმა...

AutoSharing Option
"ნაპოლის" ძველ რელსებზე შედგომას კვლავ ამაოდ ველით, რუდი გარსიას გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო ("ბოლონიასთან" 0:0). ხვიჩა კვარაცხელიამ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, თუმცა, როგორც ნეაპოლელ, ასევე ქართველ გულშემატკივრებს მეტი სურთ, რადგან გასულ სეზონში ამას შევეჩვიეთ...

ცოტა ხნით დავივიწყოთ წარსული და დღევანდელობით ვიმსჯელოთ. "ნაპოლის" მაქსიმუმი ოთხეულისთვის ბრძოლა თუ იქნება. გუნდს ჰყავს დიდი ფაქტორი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც მაინდამაინც გოლების გატანის თამასას თუ არ ვუწესებთ, ძალიან დიდ გავლენას ახდენს თამაშზე. მწვრთნელის სხვაგვარი შეპირების მიუხედავად, ქართველი ისევ ბევრს შრომობს ბურთის მოსაპოვებლად; მის
მიმართ ასე გაძლიერებული დაცვის პირობებში, არცერთი ეპიზოდიდან არ ეთიშება; დრიბლინგებისას ბურთის დაკარგვის შემდეგ, საპასუხო იერიშის საფრთხე მისი გუნდისთვის დიდია, ეს 77-ე ნომრის უპირატესობაცაა და ნაკლიც და ამაზე გასულ სეზონში სულ ვწერდით - თანამედროვე მწვრთნელებს დრიბლიორები რატომ არ ხიბლავთ. სხვა მხრივ, "ნაპოლი" უმეტესად, საშუალო დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მათ სიაში არაა ვიქტორ ოსიმენი, რომელსაც იდეალური დრო არ უდგას და გოლის "შიმშილს" განიცდის. მაინც ვთქვათ, რომ ეს ფორვარდის უმთავრესი საქმეა.

გასული სეზონის დასაწყისში ნეაპოლელთა შემტევები სივრცეებს რომ პოულობდნენ, ეს ნახევარდაცვის დიდი დამსახურება იყო. დღეს გუნდი ვერაფრით ახერხებს, მეტოქეები პრესინგზე ამოიტყუოს და მეტი ფანტაზიის ჩართვით, შეტევაში მრავალფეროვნება შეიტანოს. ამ ვითარებაში ყველას გაუჭირდება მოწინააღმდეგესთან, რომელიც დაცვაში კარგად დგას. გარსია ჩვენ გვატყუებდა თუ საკუთარ თავს, რთული სათქმელია, მაგრამ ის ვერც ფლანგების
მცველებით დამორჩილებას და გარემარბის, უპირველესად, კვარაცხელიას, ცენტრში შესვლას აბამს თავს. ამას დავამატოთ სტანდარტულებიდან მიღებული მინიმალური ეფექტი. აქ საქმე მხოლოდ ჩამწოდებელზე არაა, ყველაფერს მუშაობა სჭირდება. კვლავ გრძელდება რაღაც ძალიან დანავსული მდგომარეობა, რაც პენალტების შესრულებას უკავშირდება...

Sportall.Ge

როცა გუნდს შედეგი არ აქვს, მწვრთნელის მიმართ აგრესია ისედაც იმატებს და როცა ამას რაღაც გაუგებარ ახირებებს ამატებ, შორს ვერ წახვალ. სულ ვცდილობთ, აგრესია დამრიგებელზე არ იყოს. ამის გამო სპალეტიც ხშირად დაგვიცავს და გარსიას პირველი ნაბიჯების ერთგვარი ადვოკატირებაც მოგვიხდენია, თუმცა ეს უკვე მეტისმეტია!.. მეტისმეტია არა ზოგადად, ვინმესთვის, არამედ ემოციური ნეაპოლელი გულშემატკივრებისათვის. არის მომენტები, როცა წარმატებული მწვრთნელიც კი აღარ გსურს თავისი ტაქტიკის თუ დამოკიდებულებების გამო და მით უმეტეს, შედეგის არმქონე. პრეზიდენტ დე ლაურენტისის პოზიცია ალბათ ისაა, ეძებდა მწვრთნელს, რომელიც ტრანსფერების არგაკეთების გამო არაფერს იტყოდა და არსებული რესურსით მისი სურვილით გამოყენებაზე დათანხმდებოდა. კვარაცხელიამ და ოსიმენმა (რომელიც ასევე გაბრაზდა ცვლილების გამო) ამ ქალაქს წარმოუდგენელი ემოციები და წარმატება აჩუქეს და ამ დროს გარსიას ზედმეტად ატანას არავინ მოითმენს. ნიგერიელი სპალეტისაც შეუცვლია, მაგრამ ახლა ვიქტორმა იცის, რომ გარსიასთან ყველაფერი ეს "ხახვივით შერჩება", თანაც, კვარაცხელიას ინციდენტის შემდეგ...

კარგია, რომ ხვიჩა ეტაპობრივად ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება. ეს ამ გუნდთან ერთად და ამ სიტუაციაში რთულია, საქმე ინდივიდუალურ სპორტის სახეობასთან არ გვაქვს. ვისთვისაც ფეხბურთი მარტო გატანაა, რას ვიზამთ, ამისთვის "კვარას" კომფორტული ვითარება არ აქვს. ხვიჩას კვლავ უნდა "ორმაგი დუბლი" ჰქონდეს და ამის გამო ნერვიულობს კიდეც, თუმცა სიტუაცია როგორც კი ცოტათი დალაგდება, თუნდაც ეს ახალი წლის დღეების შემდეგ იყოს, ის დაკარგულის ანაზღაურებას შეძლებს. ადრეც შეგახსენეთ, რუსეთის ჩემპიონატში კვარაცხელიას ყველაზე კარგი შედეგი სეზონში 4 გოლი იყო და გასული წლის სიგიჟე ასე მარტივად არ მეორდება. სწორედ ემოციურ ფონს უნდა უკავშირდებოდეს, ჩვენებურმა გაფრთხილება რომ მიიღო. "კვარამ" ყველაზე კარგად იცის, მეტი ზუსტი დარტყმა და უფრო მახვილგონივრული პასები რომ მოეთხოვება, რადგან მისი ამბიციები და შესაძლებლობები მაღალია.

"ნაპოლის" დატვირთული პერიოდი აქვს, ჩემპიონატის მატჩი შუა კვირაში და მოახლოებული დაპირისპირება მადრიდის "რეალთან". ვნახოთ, სადამდე "გაქაჩავს" გარსია...

altხვიჩას ძალისხმევით მოპოვებული პენალტი - "ნაპოლიმ" ისევ დაკარგა ქულები [VIDEO]

altრუდი გარსიამ კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი განმარტა

მკითხველის კომენტარები / 23 /
რიტორიკულ კითხვებს პასუხი:
გეთანხმები და ბევრჯერ დავწერე აქ კომენტარებშიც, რომ უბურთოდ კვარას თამაში არ ვარგა-ვერ იხსნება ისე როგორც საჭიროა-ძირითადად ახლოს მიდის იმ პარტნიორთან ვისაც ბურთი აქვს ან მის უკან რჩება და წინ კი არა და არც თავაზობს თავს-თუმცა არის შემთხვევები, როცა პასს აშკარად უგვიანებენ და ან სულაც აიგნორებენ ბიჭს.
რაც შეეხება დრიბლინგს იგივე ბოლონიასთან იყო მომენტები, როცა მის წინ ერთი მცველი იყო და იმის მაგივრად რომ აჩქარებულიყო და ერთი მცველი მოეყტუებინა, კვარა რატომღაც ჩერდებოდა ამასობაში მეორე მცველიც წამოეწეოდა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა დრიბლინგს და მეტოქეთა მოტყუების მცდელობა როგორც წესი ბურთის დაკარგვითმთავრდებოდა.
კარში დარტყმაზე ხომ საერთოდ აღარ ვლაპარაკობ-ან არ ურტყამს ან თუ ურტყამს ძალიან უხეიროდ-თითქოს საკუთარი თავის რწმენა აქვს დაკარგული კვარას. ისე დიდი საფეხბურთო ინტელექტის მქონე ტალანტია და იმედია მალე დაიბრუნებს რწმენას და შევა ფორმაშიც. ამ კუთხურების დროს კი რა უაზროდ დგას გარიყული საჯარიმოს გარეთ-ბურთი მაინც არ მისდის თითქმის არასოდეს და საჯარიმოში მაინც შევიდეს.
გული მწყდება -თუ არ მოუმატა-უკვე ბევრი აჯობებს მაგისივე პოზიციის ახალგაზრდა ბევრი ფეხბურთელი გამოჩნდა რომლებიც საჯარიმოს კუთხიდან მოპირდაპირე ცხრიანში მშვენიერ გოლებს იტანენ -კვარასივე სტილში
inviz9
26 სექტემბერი 2023 09:35
1
კვარას სტილი არ არის ეგ! ახლო წარსულში რობენის სტილს ეძახდნენ და უფრო ადრე კიდევ ალბათ სხვისას, დანარჩენში თითქმის ყველაფერში გეთანხმებით და აშკარად არ უმართლებს მომენტებში
ქორ-პარიკმახერი
26 სექტემბერი 2023 14:12
0
Oslmeni shecvlaze metad iman gaabraza, ratom ori tavfamsxmelit ar vagrdxelebt tamashso. Zustad amas anishnebda garsias da martalic iyo, mogeba undodat da ubralod mwvrtnelma poziciuri cvlilebebi ganaxorciela
Zura
26 სექტემბერი 2023 14:49
0
ისე კვარაც ვერაა ფორმაში-ბოლონიასთან გუშინწინდელ თამაშში-ოსიმენის დარტყმული რომ მოიგერია მეკარემ პირველ ტაიმში და ბურთი კვარას მიუვიდა-მართალია მახვილი კუთხიდან მაგრამ მაინც ცარიელ კარებში ზუსტად ვერ დაარტყა და ააცილა-მაგაზე რას იტყვით?
inviz9
26 სექტემბერი 2023 09:25
0
ნაპოლი საშუალო დონის ევროპული კლუბია... კვარა და ოსიმენი გამოაკელი და საერთოდ გავარდება სერია ა-დან.
გენო.
27 სექტემბერი 2023 22:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული