საზონოვი იმობილეს გაუმკლავდა - "ტორინო" "ლაციოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
სერია A-ს მეექვსე ტურში „ტორინო“ გასვლაზე „ლაციოსთან“ 0:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის მცველი საბა საზონოვი 27-ე წუთზე ტრავმირებული ალესანდრო ბუონჯორნოს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და იტალიის ჩემპიონატზე მისი დებიუტი შედგა. საზონოვი ძირითადად ჩირო იმობილეს მეურვეობდა, გასაქანი არ მისცა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან flashscore-ისგან 6.5 შეფასება დაიმსახურა - დუვან საპატას და რაულ ბელანოვას შემდეგ ყველაზე მაღალი.

„ტორინო“ 8 ქულით მეათე ადგილზეა და 2 ოქტომბერს „ვერონას“ უმასპინძლებს.

რომი. „ოლიმპიკო“
ლაციო - ტორინო 2:0
გოლები: 1:0 ვეჩინო (56), 2:0 ძაკანი (75)

მკითხველის კომენტარები / 16 /
გამიხარდა, რომ ძლივს ათამაშეს. სამწუხაროდ ვერ ვნახე. კვარას ვუყურებდი :დ მაგრამ ასე კარგად თუ დაიწყო მართლა იქნება რეგულარულადაც ათამაშონ. ასეთი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში ძალიან დიდ გამოცდილებას შესძენს და ნაკრებში ლიდერიც შეიძლება გახდეს. კარგი ბიჭია. ვაინ დაიკის ვაიბი აქვს.
karoche
21:56 28-09-2023
0
ყოჩაღ საბა, შენ უნიკალური შანსი გაქვს, ძლიერი მცველობის. მჯერა ასეც იქნება. იტალია, ყველაზე მაგარი სკოლაა, მცველებისთვის.
წარმატებები საბას!
დიდება საქართველოს!
ლევანი
17:01 28-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული