საზონოვი იმობილეს გაუმკლავდა - "ტორინო" "ლაციოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
სერია A-ს მეექვსე ტურში „ტორინო“ გასვლაზე „ლაციოსთან“ 0:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის მცველი საბა საზონოვი 27-ე წუთზე ტრავმირებული ალესანდრო ბუონჯორნოს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და იტალიის ჩემპიონატზე მისი დებიუტი შედგა. საზონოვი ძირითადად ჩირო იმობილეს მეურვეობდა, გასაქანი არ მისცა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან flashscore-ისგან 6.5 შეფასება დაიმსახურა - დუვან საპატას და რაულ ბელანოვას შემდეგ ყველაზე მაღალი.

„ტორინო“ 8 ქულით მეათე ადგილზეა და 2 ოქტომბერს „ვერონას“ უმასპინძლებს.

რომი. „ოლიმპიკო“
ლაციო - ტორინო 2:0
გოლები: 1:0 ვეჩინო (56), 2:0 ძაკანი (75)

მკითხველის კომენტარები / 16 /
ეგრე გააგრძელე, საბა!
გია
02:05 28-09-2023
1
გილოცავთ საბა!
გიზოგ
10:50 28-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული