რუდი გარსია: კვარაცხელია უნიკალურია, ასეთი ფეხბურთელები ბევრი არაა

AutoSharing Option
"უდინეზესთან" ნამატჩევს (4:1) კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

"ჩემზე არ ინერვიულოთ, ცოტა გამოცდილება და ფართო მხრები მაქვს. ბიჭებმა კარგად ითამაშეს, ბევრი მომენტი შექმნეს, გამახარეს. "კვარა" ძალიან კარგი იყო, ორჯერ ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ გაიტანა, რაც მომავალში სიმშვიდეს მოუპოვებს, ახლა გაცილებით გაუადვილდება. ჩვენ დიდი ხანი ვისაუბრეთ, ვურჩიე, უგოლო სერიაზე არ ეფიქრა და თამაშისგან სიამოვნება მიეღო. ის უნიკალური ფეხბურთელია, რომელიც მეურვეს ატყუებს. ასეთები ბევრი არაა. მას განსაკუთრებული უნარები გააჩნია და მოვუწოდებთ, ისევ იგივე გააკეთოს. დიდი "კვარა" დაგვიბრუნდა.

ოსიმენი
შევაქე. ჩვენ თავიდანვე შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. გამიხარდა, რომ დღეს გაიტანა. ბოლო შეხვედრებში მასაც ჰქონდა უიღბლობა. ბოლონიაში ყველანი იმედგაცრუებულები ვიყავით, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია. TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოთი არავის არ უნდოდა მისთვის ტკივილი მიეყენებინა. "ინსტაგრამიდან" "ნაპოლის" სურათები წაშალა? რასაც უნდა, იმას გააკეთებს. მას უყვარს გუნდი და მისთვის ბოლომდე იხარჯება".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვულკანმა გაიღვიძე ნეაპოლის პირას ვითარცა ვეზუვმა და აღდგა კვარა, მეფე ნაპოლისა, სიცილიისა, სრულიად ჩრდილოეთ და სამხრეთ იტალიისა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოსა და სრულიად საფეხბურთო ევროპისა, ადგა და როგორც ლომმა ნადირთა შორის ბრძოლაში მოიპოვა, გაიტანა, გაატანინა, და გაასხივოსნა მისი სახელი სტადიო არმანდო მარადონაზე და დაიდგა გვირგვინი.
Apolon
13:36 28-09-2023
9
უკვე მეცინება ამ სუზერ-სექტაზე კვარას შექებას დისლაიქებს რომ უსვამენ
გიორგი
12:19 28-09-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული