კვარაცხელია მიღწეულით არ კმაყოფილდება, არც სხვას დააზარალებს, არც საკუთარ რეპუტაციას...

AutoSharing Option
ახლა, როცა "ნაპოლი" ევროტურნირებს მიღმაა, პსჟ-მა კი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებას სულ ცდილობს, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, ბევრი მიიჩნევს, რომ "კვარა" იტალიურ კლუბს "გულს ვეღარ დაუდებს". დღეს გაგახსენებთ სტატიას, რომელიც 2023 წლის 28 სექტემბერს გამოქვეყნდა. მაშინ კვარაცხელიასა და ოსიმენს მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ; ამის მიუხედავად, ქართველი ამ მატჩში ("უდინეზესთან" 4:1) გამორჩეული იყო, გაიტანა, საგოლე პასიც შეასრულა და პენალტიც მოიპოვა. ჩვენ ხაზი მაშინ სწორედ 77-ე ნომრის დამოკიდებულებებსა და მიზნებს გავუსვით...

"ნაპოლიმ" "უდინეზესთან" ძალიან დამაჯერებელი (4:1) გამარჯვება
მოიპოვა, მისმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი ის დრო გაგვახსენა, როცა ფორმის პიკში იმყოფებოდა. ყველაფერი ეს იმ ფონზე, როცა ბოლო დღეების განმავლობაში გუნდში არსებულ არაერთ პრობლემას ვხედავდით და ეს მატჩის მიმდინარეობისას საგრძნობი იყო (გოლის შემდეგ ოსიმენის იგნორი გარსიას). ახლა მთავარი კითხვა ისაა, რა ხდება, ყველა კრიზისი მოგვარდა თუ ყველაფერი ეს მხოლოდ სუსტ მეტოქესთან გამონათება იყო.

რთული სათქმელია, რომ მწვრთნელმა გუნდის ერთ-ერთ მთავარ ძალასთან კომუნიკაციის არქონის პირობებში მოახერხა და ფეხბურთელებს რწმენა დაუბრუნა. გარსიას როლს არავინ აკნინებს, თუმცა შეხვედრის უმეტეს ნაწილში ის განცდა არსებობდა, რომ ბიჭებმა გადაწყვიტეს, ყველაფერზე, მათ შორის, პირად წყენაზე მაღლა დამდგარიყვნენ, დაემტკიცებინათ, რომ მხოლოდ გასული წლით ტკბობას არ აპირებენ და ძალების დემონსტრირება კვლავ სურთ. ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგმულია, გუნდის თითოეული წევრი ერთ მუშტად შეკრული იყო.

Sportall.Ge

რამდენჯერმე დავწერეთ, რომ გარსია თავის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას ვერ ასრულებდა, ხვიჩა კვარაცხელია არც კართან უფრო ახლოს იყო, ვიდრე მანამდე, პოზიციების შეცვლის თავისუფლებაში კი - ლიმიტირებული. "უდინეზესთან" განსხვავებული სიტუაცია ვნახეთ, "კვარადონა" (ამ სახელს ბოლომდე ამართლებდა) მოწინააღმდეგის კართანაც უფრო ახლოს იყო და მხოლოდ მარცხენა ფრთაზე მიჯაჭვული არ გვინახავს. შესაძლოა, მთავარ მწვრთნელს ამისთვის დრო სჭირდებოდა, ან ფეხბურთელებმა ვერ აღიქვეს დროულად მისი გეგმები. როცა შენი თამაში მაქსიმალურად შესწავლილია, სიახლეები ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ამას ალღო შეტევაში ხვიჩას პარტნიორებმაც აუღეს და პოლიტანოს გაუთავებელი მოძრაობები და ფლანგების ცვლილებები ეფექტური იყო. ყველაფერ ამასთან მარიო რუიც საკმაოდ ადაპტირდა, რაც წინა მატჩებში ასე არ ყოფილა.

კვარაცხელიაზე ახალი რა უნდა ვთქვათ. მისი ერთგვარი კრიზისი რას არ დაბრალდა. ბოლოს მთავარი "ვერსია" ის იყო, რომ ხელფასის არგაზრდამაც უარყოფითად იმოქმედა. როცა ბურთი ძელს მეორედ მოარტყა, ხვიჩას რეაქცია კარგად ხომ ვნახეთ? - როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანი იმ სიამოვნებაზე, რასაც ფეხბურთი ანიჭებს, სხვა ფაქტორების გამო უარს ამბობდეს. ქართველ გარემარბს ეს უიღბლობა ასეთი მაღალი დონის თამაშითა და გოლით უნდა დაესრულებინა და არა თერთმეტმეტრიანით, რომლის შესრულებაზეც უარს საბოლოოდ თუ იტყვის, ამაში ცუდი არაფერი იქნება, უფრო პირიქით, დამატებით სტრესს აირიდებს.

დღეს 77-ე ნომერზე იტალიაში და არამხოლოდ ბევრს დაწერენ. ამ გოლით სერია "ა"-ც გახარებულია და ჩემპიონთა ლიგაც, მათი რჩეული "დაბრუნდა", მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა ვთქვათ. არსებობს ქართული ფილმი "ალოობა", სადაც მთავარი მოქმედი პირი არასდროს უხვევს გზიდან, მიზნის მისაღწევად მხოლოდ ჯანსაღ გზებს არჩევს. კვარაცხელიას თავისი დიდი მიზნები ამოძრავებს, მიღწეულით არ კმაყოფილდება და არ აპირებს, მწვრთნელს ან კლუბის პრეზიდენტს "კრიჭაში ჩაუდგეს", სხვაც დააზარალოს და საკუთარი რეპუტაციაც. ალოობა ხომ მარცვლეულის მოყვანის პერიოდია, ხვიჩას რამდენიმეთვიანი შრომა დასჭირდა, რათა საკუთარი "ხორბლის" მოსავალი ისევ დახუნძლული და მრავალფეროვანი ყოფილიყო. ასეთ ხასიათზე მოსულის შეჩერება ყველას გაუჭირდება!..

altხვიჩა ახლა პსჟ-ის თილისმად იქცევა და ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებს?! - მბაპეს შეცვლა ხმაურიანი ტრანსფერით სურთ...

altგოლი, საგოლე პასი, მოპოვებული პენალტი - ძველი "კვარა" დაგვიბრუნდა! [VIDEO]

altრუდი გარსია: კვარაცხელია უნიკალურია, ასეთი ფეხბურთელები ბევრი არაა

მკითხველის კომენტარები / 8 /
მიხარია ასეთი ანალიზის წაკითხვა და ნეტავ მართლაც რეალთანაც...
მანანა
29 სექტემბერი 2023 23:05
5
მიხარია...გვიხარია...უხარიათ.
ზურა
29 სექტემბერი 2023 21:43
3
კარგი სტატიაა, იგრძნობა კლასი. კვარას სტაბილურობა და წარმატებები.
ასეა ეს!
29 სექტემბერი 2023 05:56
1
შესაძლოა უცნაურად მოეჩვენოს ბევრს -ერთ-ერთი მიზეზი კვარას ნაკლებეფექტურობისა პირველ ტურებში მისი ზედმეტი წონა მგონია.
-სავარაუდოდ მინიმუ 4-5 კილოთი მეტი იქნება პირველ-მეორე ტურში
rable
28 სექტემბერი 2023 20:40
10
კუნთოვანი მასა მოემატა, 184სმ ია სიმაღლეში იყო 73 კგ ახლა 5-6 კილო მისტვის არფერია იქნება 78 კგ ასე რომ ზედმეტ წონამდე ბევრი უკლია, 7 -8 კგ
რობი
28 სექტემბერი 2023 22:08
2
ლეჩესთაბ არ ვიცი რა იქნება. გასვლაზეა და თან ლეჩესთან სტასტისტიკაც არა აქვს ნაპოლის გასვლაზე საუკეთესო. რეალთან ველი ნაპოლის დატენილს და დაგეშილს. ამ თამაშმა გვანახა რომ ნაპოლი ბრუნდება. ხვიჩამ თავის ოცნების გუნდთან უნდა გაიბრწყინოს. ხვიჩას გოლი მინდა რეალთან ძალიან.
G.LA
28 სექტემბერი 2023 14:49
3
მართლაც პატრიოტული, ქართული ალალი შეფასებაა ჩვენი ხვიჩასი !!!
ანაგელი
28 სექტემბერი 2023 14:23
4
ეს ჟურნალისტი მართლა სახურავზე ავიდა, ყოჩაღ!
ზვიადი
28 სექტემბერი 2023 14:18
5

სიახლეები პოპულარული