"კეთილი იყოს შენი დაბრუნება, "კვარადონა"! - იტალიური გამოცემები კვარაცხელიას თამაშს აღფრთოვანებით ეხმაურებიან

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" რიგებში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. "უდინეზესთან" მოგებულ (4:1) შეხვედრაში ქართველმა გოლი და შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ამასთან ერთად კი, პენალტიც მოიგერია.

იტალიური გამოცემები ჩვენებურის ბრწყინვალე ასპარეზობას ეხმაურებიან:

La Gazzetta dello Sport 7.5: - "კეთილი იყოს შენი დაბრუნება, კვარადონა. 192 დღე ბოლო გოლის შემდეგ. მატჩის დასაწყისიდანვე ჩანდა, რომ მას გატანის სურვილი ჰქონდა. მან პენალტი მოიპოვა, ორჯერ ძელს მოარტყა, ჩოლიტოს საგოლე პასი გაუკეთა და გოლი ფანებთან ერთად იზეიმა".

Il Corriere dello Sport 8: - "ხვიჩამ პენალტი მოიპოვა, ძელს გაარტყა საჯარიმოს
გარედან მარცხენათი დარტყმული, ასევე მარჯვენა ფეხით დარტყმულიც გაარტყა ძელს. ორივე აპლოდისმენტების ღირსი იქნებოდა რომ გასულიყო".

Tuttosport 8: - "დიდებული მარათონი ჰქონდა. მან მისი თამაშის ხარისხი პირველივე წუთებიდან დაგვანახა. მან პენალტი მოიპოვა, რითაც "ნაპოლი" წინ გავიდა; ორჯერ ძელს მოარტყა ასისტი გააკეთა და გოლის სახით ნამდვილი მარგალიტი შექმნა 192 დღის შემდეგ".

Il Mattino 7.5: - "დიდებული დაბრუნება გამოუვიდა. ის გაბრაზებული ართმევს ბურთს ბაიოლს და 192 დღის შემდეგ პირველი გოლი გააქვს. მაგრამ არამხოლოდ ეს, მან ასევე ორჯერ ძელს მოარტყა ბურთი, კარგად აკონტროლებდა ბურთს. დიდებული და ჰიპერაქტიური იყო და ყოველთვის თამაშში იყო ჩართული და თამაშიდან მაშინაც არ გამქრალა, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი გახლდათ".
მკითხველის კომენტარები / 19 /
დასაბრუნებელი არაფერი ჰქონდა, არც არსად წასულა, მისი თამაშის ხარისხი იგივე და უკეთესიც კი იყო მარა პრიმიტიულებს მაგას რას გააგებიებ. დადებდნენ 5 ლარს კვარას გოლზე და რომ ვერ გაიტანდა იგინებოდნენ, ეგ ხალხია უმრავლესობა საქართველოში, ვითომ გულშემატკივარი და ამათი კომენტარების განხილვა სასაცილოც კია. ვისაც ფეხბურთი ესმის ის კი ხვდება რომ კვარას ჩავარდნა არ ჰქონია.
ვერ მოგებული 5 ლარი, გაჭირვება და ზიზღი აყვირებს ჩვენს საწყალ ხალხს თორე მაგრად ჰკიდიათ კვარას ფორმაში ყოფნა. პირიქით უხარიათ კიდეც.
ეგერ ტიკტოკზე უცხოელები სულ ფენომენს უწოდებენ და ლუზერი ქართველები შევარდნენ, დაგვიჯერეთ ქართველები ვართ და უკეთ ვიცით, არაფერი ფეხბურთელი ეგ არაა, 6 თვეა გოლი არ გაუტანიაო:დდ
ასე გააგრძელეთ.
ამიტომაც გექნებათ ამ ქვეყანაში მუდამ ჩამპალი ეროვნული ჩემპიონატი, ამიტომაც არავის მოუნდება ამ ქვეყანაში თამაში და ამიტომაც იქნება ნაკრები წარუმატებელი. ვერცერთი ნაკრები ერთი ფეხბურთელით წარმატებას ვერ მიაღწევს.
ლუზერებს
29 სექტემბერი 2023 09:30
4
Რამდენ ბოღმას ანთხევს ზოგიერთი კლავიატურის ჭია.
ცუდას რად უნდა მტერობა
Კარგია მუდამ მტრიანი.
თედო
29 სექტემბერი 2023 03:31
1
გეყოფათ ეს ბოღმა ხო ხედავთ არც თქვენ არ გრგებთ თქვენ ჯიბრზე ხან კვარა თამაშობს დიდებულად, ხან კალათბურთის ნაკრები, ხან რაგბისტები (ოღონდ მხოლოდ რაგბისტები და არა მწვრთნელი)უგებენ 6 ერის გუნდს ...
Vakho
28 სექტემბერი 2023 21:24
0
რომ არა ცოლი დღეს საქართველო ოლიმპიადის მონაწილე იქნებოდა.მაგრამ თქვენნაირებისთვის საქართველო სამშობლო არ არის.
ასეა ეს
28 სექტემბერი 2023 19:42
103
-DOXOPULO COLI GYAAVS?!!!
ZONDERI
28 სექტემბერი 2023 23:52
0
კი,კი მაკედონიასთან რომ ერთა ლიგაზე ფინალი წააგო საქართველომ ხვიჩას ცოლის ბრალი ყოფილა,ფეხბურთელების კი არა უგულოდ და უკლასოთ რო ითამაშეს,არამედ კვარას ცოლის.ნეტა რა გეშველებათ???
ბექა
28 სექტემბერი 2023 22:10
1
ყველა გამოხმაურება
ასეთი ემოციები საქართველოს ნაკრებში გამოავლინოს ხვიჩამ. ნაპოლის გაჩემპიონებისთვის არ ჰყვარებიათ მარადონა არგენტინთლებს.
ზურაბ
28 სექტემბერი 2023 19:10
57
მაკედონიას რომ გაუტანა ორჯერ გოლი მაშინ არ ქონია ემოციები??თუ ესპანეთს?თუ შვედეთს?საბერძნეთს?ბულგარეთს?ნუ იქნებით დაუნახავები!!!
სანდრო
28 სექტემბერი 2023 22:47
1
მარტო ხვიჩამ???მამარდამ?კიტეიშვილმა?ლობჟანიძემ?მიქაუტაძემ?ხოჭოლავამ?კვირკველიამ?კაშიამ?ამ მოთამაშეებმა არა?თავისი კლუბებისთვის რომ გოლი გოლზე გააქვთ და ყველაფერს აკეთებენ!!ხვიჩას ყველაზე მეტი გოლია აქვს ნაკრებში გატანილი და თავისი ქვეყნის წინაშე ვალ მოხდილია!!!! დაელოდეთ კიდევ მეტს გააკეთებს,სხვა სპორტსმენების გასაკეთებელსაც!!!!
ზურაბ-ს
28 სექტემბერი 2023 21:24
1
ეს იტალიოელები რა ძუნწები არიან შეფასებაში @ ევროპის ყველაზე ცნობილმა შემფასენელმა 9.7 დაუწერა და ესენი 7 და 8-ო ნამუსი არა აქვთ @@
zura222
28 სექტემბერი 2023 18:51
2
პენალტი ტოგორ მოიგერია ? ნახტომში თუ იგიტასავით სკარპიონით ? PP
zura222
28 სექტემბერი 2023 18:25
0
"პენალტი მოიგერია" მართლა მაგარია :))))
მიშა
28 სექტემბერი 2023 18:23
0
გენაცვალე კვარა! უფალი გფარავდეს!
ირაკლი
28 სექტემბერი 2023 17:44
1
ვულოცავ ხვიჩას და ყველა მის გულშემატკივარს! ისე, როგორ გამომეპარა, პარალელურად მეკარეობასაც ითავსებს თურმე და გუშინ პენალტიც მოუგერიებია. ბრავო ჟურნალისტს ამ ახალი ინფორმაციის მოწოდებისათვის.
ბესიკი
28 სექტემბერი 2023 16:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული