კვარაცხელია და "ნაპოლი" დღეს ადრე ითამაშებენ - ძალების რწმენა და წინ თვით "რეალი"...

AutoSharing Option
"ნაპოლი" ხასიათზე მოვიდა, ხვიჩა კვარაცხელია ძველი დიდებით დაბრუნდა, ახლა კი წინ მორიგი მიზანია. რადგანაც შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაა, რუდი გარსიას გუნდი "ლეჩეს" დღეს, 30 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე ესტუმრება.

ლიდერმა "ინტერმა" "სასუოლოსთან" (1:2) წააგო და ნეაპოლელები მათ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან. ასე რომ, 6 ტურის შემდეგ კვლავ ჩემპიონობაზე ფიქრი უტოპია სულაც არაა. მთავარი მწვრთნელის მიმართ აგრესიამაც თითქოს მოიკლო და იქნებ გუნდმა ძველი კონდიციები დაიბრუნოს.

Sportall.Ge

"ლეჩესაც" 11 ქულა აქვს, საკუთარ "ვია დელ მარეზე" კი დაუმარცხებელია. ამის მიუხედავად, ახლა "ნაპოლისთვის" წინააღმდეგობის
გაწევა, რომელმაც საკუთარი ძალების ირწმუნა, რთული იქნება.

მცირე დრო მატჩებს შორის და "რეალთან" მოახლოებული დაპირისპირება როტაციის აუცილებლობასაც ნიშნავს. შესაბამისად, სასტარტოში კაიუსტეს, ელმასისა და ლინდსტრომის გამოჩენას ვვარაუდობთ.

კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი ამოქმედდა და მათგან კვლავ ბევრს ველით. ამ გუნდებს შორის გასული სეზონის ნეაპოლურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყო, 56-ე წუთიდან ითამაშა, სპალეტის გუნდმა კი პირველი ქულები (1:1) დაკარგა.

Davanti in Napoli!..

altკვარაცხელია ამ სეზონში უკეთესია, ვიდრე გასულში - სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს

altკვარაცხელიას ალოობა - "ნაპოლის" ფეხბურთელების მოგებული მატჩი თუ მწვრთნელის სიტყვა?!

მკითხველის კომენტარები / 14 /
როდის დავწერე რომ ოსიმენი არის "შოვინისტი, შურიანი და თან ყეყეჩი" ! აქ წამიკითხავს ზოგიერთი პოსტი, რომ ის და კვარა გადამკვდარი "ძმები" არიანო, რაც სიმართლეს არ შეეფერება! როგორც კი გაიყვანა ოსიმენი მინდორიდან, ეგრევე გუნდმა დაიწყო კვარას ბურთით მომარაგება და შედეგმაც არ დააყოვნა, მარცხენა ფლანგი უცებ დაიტვირთა და გამოცოცხლდა! ასევე ზიელინსკი რომლის მთავარი დავალება არის ოსიმენის ბურთით მომარაგება, რამდენჯერ საუკეთესო პოზიციაში მდგომი კვარას ნაცვლად ბურთი ოსიმენისათვის მიუცია!!!!! კვარა თუ ოსიმენს ამარაგებს პასების 80 პროცენტით, იმ შემთხვევაში თუ ოსიმენისაგანც მიიღებს თუ გინდ 60 პროცენტს თამაში უფრო შედეგიანი გახდება!!! ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
NAPOLI !
30 სექტემბერი 2023 16:40
6
რავიცი, რავიცი, ერთხელ გააკეთა როტაცია სპალეტიმ ლოჩოშვილის კრემანოზესთან და, დაკარგა კიდე ერთი ტიტული - იტალიის თასი.
მალხაზ ჯობავა
30 სექტემბერი 2023 10:37
2
მიეცით ხვიჩას თავისუფლება მოედანზე და შედეგსაც მიიღებთ,ნუ ძნელია ამის მიხვედრა?
ვახო.ხო
30 სექტემბერი 2023 10:32
1
ამან თუ მართლა როტაცია და სისულელები გააკეთა ლეჩესთან ნული ყოფილა,პირიქით გუნდი შეთამაშებას და ძველ რელსებზე ბრუნდება პირიქით ხელი უნდა შეუწყოს რეალთან რაიმე ტაქტიკის დამალვა და ასეთები სრული სიბრიყვეა!
კახა
30 სექტემბერი 2023 00:48
7
აი ამ ბოლო მატჩში გამოჩნდა გარსიას ის ტაქტიკური უპირატესობა ხვიჩას სტატისტიკის გასაზრდელად სეზონის წინ რომ აანონსებდა ფრანგი კვარას უფრო მეტი თავისუფლება ექნება ჩემ ფორმაციაში და მას ხშირად ვიხილავთ ცენტრში შეწეულს საჯარიმოს შიგნით თუ გარეთო. გახსოვთ მელოტას ტაქტიკაში ხვიჩა ლამის აუტის მომწოდებელ ბოლბოისთან უფრო ახლოს რომ იდგა პირით ხაზზე მიწებებული ვიდრე გუნდის სხვა შემტევებთან. აი უდინეზესთან მისი ხარისხის მკვეთრი მომატება კი ხვიჩას უსაზღვრო მოტივაციამაც განაპირობა იმ უგოლო სერიის დასრულების გამო მაგრამ ეს უპირველეს ყოვლისა გარსიას სრული თავისუფლების მინიჭების დამსახურებაა, ბოლოს არ მახსოვს კვარა როდის თამაშობდა მასე თავისუფლად, სპალეტის დროს სულ ხაზთან იყო მიწებებული და მცველებიც ფეხზე აჯდნენ სულ.
რუდი მიხვდა რომ კვარას თავისუფლება უნდა მისცეს, იმის მაგივრად რომ 2 ფორვარდით ითამაშოს სჯობია კვარა მიდიოდეს ფორვარდის პოზიციაზეც იმ კრაიდან, მცველებისთვის უფრო რთული იქნება მაგის დევნა, ფლანგების გაცვლაც კარგი იდეაა. რასპადორი და ჩოლიტოც უნდა გამოიყენოს იმ შემთხვევაში თუ ოსიმენს არ გამოსდის თამაში, თუმცა ვიქტორასთან დასალაგებელი ექნება ეგ თემა.
Dyablo
29 სექტემბერი 2023 18:11
3
როგორც კი გავიდა ოსიმენი, ხვიჩამ უფრო კარგად დაიწყო თამაში.
63 წუთი - ოსიმენი შეცვალეს
68 წუთი - ხვიჩამ ბურთი ძელს გაარტყა
74 წუთი - ხვიჩამ გოლი გაიტანა
81 წუთი - ხვიჩამ საგოლე გადაცემა გააკეთა
ქ. გ.
29 სექტემბერი 2023 14:55
7
პირველივე სეზონში მაღიზიანებდა ოსიმენი და მიხაროდა სუ მაგის გარეშე როცა თამაშობდა კვარა.

ზედმეტად პრეტენზიულია და სუ ატრაკებს, თუ პასს მაგაზე არ აკეთებენ (სუ რო არაზუსტად მაგისკენ გააკეთონ, მაგაზე ტაშს უკრავს, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ხელებს შლის და პრეტენზიებს გამოთქვამს, რაც გინდა არ გინდა წნეხია კვარასთვისაც და სხვებისთვისაც).

კვარაც შესაბამისად ისეთი თავისუფალი ვერ თამაშობს, როგორც მაგალითად სიმეონესთან ან რასპადორისთან, რომლებიც ტვინს არ ბურღავენ და თავი მეფეები არ გონიათ.
nk
30 სექტემბერი 2023 00:49
5
კიდევ ერთხელ ნახეთ ხვიჩას გოლი. მიაქციეთ ყურადღება, რომ მარცხნივ გაიხედა და 18 ნომრის პოზიცია შეამოწმა. ამ მომენტში ხვიჩამ უკვე იცის, რომ როგორც კი მიიღებს ბურთს 29 ნომერი, ის ეცდება ბურთი მიაწოდოს 18 ნომერს. როგორც კი მეკარემ მიიღო ბურთი, ხვიჩამ აჩქარება დაიწყო და 29 ნომერს გადაუკეტა პასის მიმართულება, აართვა ბურთი და გოლი გაიტანა.
ქ. გ.
29 სექტემბერი 2023 14:39
2
საგოლე გადაცემის შესრულემდე წამით ადრე გაიხედა საპირისპირო ფლანგზე და სიტუაცია შეაფასა.
გიორგი
29 სექტემბერი 2023 18:17
1
ლოსანო ძალიანაც არ მომწონდა,ტექნიკა და სიზუსტე აკლდა შესრულებაში,მაგრამ დიდ უპირატესობას ქმნიდა მისი სისწრაფე,კონტრშეტევაზე,
თუ გაუშვეს ვინმე უკეთესი მოეყვანათ მის ადგილზე,ეს ლინდსტრომი არ ვიცი ვინ არის,ჯერ არ მინახავს
Levani
29 სექტემბერი 2023 13:49
7
ხვიჩამ წინასწარ იცოდა, რომ გოლს გაიტანდა. ამ ვიდეოში ეს კარგად ჩანს. სულ ხვიჩას უყურეთ, და თქვენც დაინახავთ. ძალიან ნელა იწყებს მოძრაობას, რომ მცველები არ დააფრთხოს.
https://youtu.be/QOJv48sqNyA?si=XPD_0sOXcbJPt9-R
ქ. გ.
29 სექტემბერი 2023 13:26
4
მილანმა უვე მიმართა როტაციას და კალიარისთან რამდენიმე სასტარტო დაასვენა, ზოგი მეორე ტაიმში შეუშვა.
კვსრას ჯერ არ ჭირდება დასვენება. კარგად ითამაშეს შეცვლაზე ახალმოსულებმა და შენსს იმსახურებენ.
ელმას რაც შეეხება, კვარას მისვლის შემდეგ ვითო უნივერსალი გახადეს მაგრამ დაბნეულად გამოიყურება,კარგი ფეხბურთელია და მისი ადგილი მარცხენა ფლანგია და ჯობდა გაეყიდათ ამ ზაფხულს.
rable
29 სექტემბერი 2023 12:54
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული