"ვაალვიკისა" და "აიაქსის" მატჩი მეკარის უმძიმესი ტრავმის გამო შეწყდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიდერლანდების ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „აიაქსი“ გასვლაზე „ვაალვიკს“ 3:2 ამარცხებდა, მაგრამ მატჩი  შეწყდა.

84-ე წუთზე სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ბრიან ბრობი მეკარე ეტიენ ვასენს მუხლით თავზე შეეჯახა, რომელმაც თავი შეუძლოდ იგრძნო, მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და თამაში შეწყდა. გუნდები გასახდელში გავიდნენ, ტელეკომპანია RKC კი იტყობინება, რომ შეხვედრა არ განახლდება.

ჯერ უცნობია მეკარის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოში უგონოდ მყოფი გადაიყვანეს.

ამსტერდამული გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგო იყო.

ვაალვიკი. „მანდემაკერსი“
ვაალვიკი - აიაქსი
გოლები: 0:1 ბრობი (30), 1:1 კრამერი (37), 1:2 ბერგვეინი (43, პენ), 2:2 აუკილი (51), 2:3 ბერგეისი
(57)

მკითხველის კომენტარები / 6 /
კაით რა ხო ჟორჟს არ გამოუვიდა და იმ ქლიავს ხომ გამოუვიდა მის მაგივრად, რომ აყენებელ და მეკარის ბურთი და თავი ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან? ჯერ-ერთი მარტო არ გამოსულა სამნი იყვნენ და როგორც ჩანს კიდევ ერთმა ქლიავმა მწვრთნელმა დაავალა მოთელვა.
რრრ
13:23 01-10-2023
0
ძაან ცუდატ გამოუვიდა ჟორჯს
Aრ უნდა გამოსულიკო მოედანზე სულ Gინებიტ გააგდეს ფანებმა
Dato
02:38 01-10-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული