"თავად განაცხადა, რომ სკამზე ჯდომა ურჩევნია" - ESPN-ის ჟურნალისტი მიქაუტაძეზე საუბრობს

AutoSharing Option
"აიაქსის" ფორვარდს გიორგი მიქაუტაძეს რთული პერიოდის აქვს, ახალ გუნდში ქართველს სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა. ერედივიზიონის მე-4 ტურში "მეცის" ყოფილი თავდამსხმელი "ტვენტეს" წინააღმდეგ სადებიუტო მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ, თუმცა თავისთვის უჩვეულო - 10-იანის პოზიციაზე მოქმედებდა.

ESPN-ის ჟურნალისტის კრისტიან ვილაერტის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელმა სათამაშო დროის სიმცირეზე უკმაყოფილება ღიად გამოთქვა და გუნდის მთავარ მწვრთნელს მორის შტეინს განუცხადა, რომ ფლანგზე ან 10-იანის პოზიციაზე თამაშს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ურჩევნია" - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, მიქაუტაძე "აიაქსს" "მეციდან" 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

alt"ვაალვიკისა" და

"აიაქსის" მატჩი მეკარის უმძიმესი ტრავმის გამო შეწყდა [VIDEO]

alt"აიაქსი" "ფეიენოორდთან" 0:4 დამარცხდა - მიქაუტაძე არ ათამაშეს

altმიქაუტაძე შიდა საკლუბო ინტრიგების გამო ზარალდება - ნიდერლანდელი ჟურნალისტის მტკიცებით, ტრანსფერში "აიაქსმა" გადაჭარბებული თანხა გადაიხადა

მკითხველის კომენტარები / 21 /
იჯარით უნდა გაუშვან სხვა გუნდში, გიო არა იმ ტიპის ფეხბურთელი, რო სკამზე ჯდომით ყმაყოფილი იყოს და ეს კარგია.
გოგა
14:11 01-10-2023
0
მასე ჯობია, რაღაცნაირად მგონია რო მიზანდასახული ტიპია და ყურების ჩამოყრის და ფორმიდან ამოვარდნის გარეშე დაელოდება თავის დროს და დაამტკიცებს ყველაფერს რაც საჭიროა
რა მაფიაა?
17:22 01-10-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული