კარლო ანჩელოტი: "კვარა" და ოსიმენი თამაშობდნენ, თამაშობენ და ძალიან მაღალ დონეზე ითამაშებენ

AutoSharing Option
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, "ნაპოლი" "რეალს" უმასპინძლებს; დღეს კი წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ უპასუხა

"როგორი მატჩი უნდა ჩავატაროთ, რომ მოვიგოთ? იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შევხვდებით, რომელმაც გასულ სეზონში სკუდეტო მოიპოვა და შემადგენლობა შეინარჩუნა. მათ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და მოსაგებად ისევე მოგვიწევს გარჯა, როგორც "ჟირონასთან".

არის თუ არა ბელინგემი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი? მან ადაპტირება ძალიან კარგად მოახერხა. ჩემთვის ჩემი გუნდი საუკეთესოა და ეს უნდა დავამტკიცოთ.

რატომ არ თამაშობს მოდრიჩი? მაღალი კონკურენციაა და
სათადარიგოთა შორის ვინმეს დატოვება ნორმალურია. მასთან პრობლემა არ მაქვს და არასოდეს არ მიწევს რთული არჩევანის გაკეთება. ეს მხოლოდ ტექნიკური არჩევანი იყო.

როგორი შეგრძნებაა ნეაპოლში დაბრუნება? მე აქ დაბრუნება მიყვარს. კარგი მომენტები იყო, ცუდი - ნაკლებად. კარგი მოგონებები მაკავშირებს, რადგან შესანიშნავი ქალაქია.

როგორი ურთიერთობა მაქვს დე ლაურენტისთან? მე ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თუ მწვრთნელსა და კლუბს შორის ნდობა არაა, განშორებაა საჭირო. ვფიქრობ, ეს ჩემთვის და "ნაპოლისთვის" საუკეთესი გადაწყვეტილება იყო. ორი წლის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში წავედი.

დი ლორენცოს პროგრესი? ამის განსაზღვრა ძნელი გახლდათ. მას სირთულეები ჰქონდა, ახლა ნაკრების წევრი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ამას პროფესიონალიზმით და საქმისადმი დამოკიდებულებით მიაღწია.

რა აზრის ვარ "კვარასა" და ოსიმენზე? უკვე ვარსკვლავები არიან თუ შეუძლიათ გახდნენ? შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, წინა პლანზე გასულ წელს გავიდნენ, აჩვენებენ ხარისხს და ყველაზე მაღალ დონეზე ნებისმიერ გუნდში თამაში შეუძლიათ - ორი დიდი შემტევია, თამაშობდნენ, თამაშობენ და ძალიან მაღალ დონეზე ითამაშებენ. ნიჭიერები არიან. სხვადასხვა მახასიათებელი გააჩნიათ, მაგრამ ორივე სახიფათოა. "კვარა" ერთი-ერთზე ძალიან კარგია. ოსიმენი მძლავრია და მობილური".

მკითხველის კომენტარები / 17 /
გამაზვის მოყვარულებისთვის:
აუტი 32-38;
კუთხური 12.5 მეტი;
ოფსაიდი 1-3;
კარისკენ დარტყმა 22.5 მეტი;
კარში დარტყმა 6-9;
VAR იქნება;
ძელი ან ხარიხა იქნება;
ჯარიმა 25 ნაკლები;
წითელი ან პენალტი არ იქნება;

ორივე ტაიმი 1.5 გოლზე მეტი.

შედეგი ჰუი ევო ზნაეტ !
ALONZO
22:06 03-10-2023
0
ხვიჩა ახლა შედარებით კარგად თამაშობს, მაგრამ როცა ცუდად ითამაშებს და ვერაფერ ღირებულს ვერ გააკეთებს მოედანზე, ეს უნდა ითქვას. დაბოღმილი კი არა, ნუ ხართ აცუნდრუკებულები! სპორტსმენზე კრიტიკას მათ შორის მწვავე კრიტიკას "როგორ ამბობთო?!" ეს როგორ მოგდით თავში.
აკაკი
10:50 03-10-2023
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული