კარგი ამბავი: საბა საზონოვი ფეხის მოტეხილობას გადაურჩა - ითამაშებს "იუვენტუსთან"?

AutoSharing Option
სერია A-ს მეშვიდე ტურში, "ვერონასთან" ფრედ დასრულებული საშინაო მატჩის პირველ ტაიმში, ტრავმა მიიღო "ტორინოს" მცველმა საბა საზონოვმა და აცრემლებულმა დატოვა მოედანი. გუნდის მწვრთნელმა ივან იურიჩმა საზონოვის მდგომარეობის შესახებ toronews-თან გააკეთა კომენტარი:

"დაცვის ხაზში ჩვენს პრობლემებს დასასრული არ უჩანს. საზონოვს კოჭ-წვივის ზევით ჩაარტყეს ფეხში, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რენტგენი გადაუღეს. ფეხის მოტეხილობას გადაურჩა, მაგრამ შეშუპებული აქვს".

Sportall.Ge

საბამ პირველად დაიწყო "ტორინოს" სასტარტოში თამაში და სამწუხაროდ, დაშავდა, თუმცა იმ დროში, რაც მოედანზე გაატარა, თავი ჩინებულად წარმოაჩინა. დასაწყისი კარგია. მართალია, ტრავმა მიიღო, მაგრამ იმედია, მალე
ჩადგება მწყობრში. რაც მთავარია, ნდობას ამართლებს, ეჭვიც არ გვეპარება, რომ კარგი კარიერა ექნება და საქართველოს ნაკრებსაც დაეხმარება. საერთოდაც, დადებითი პიროვნებაა და ყველასგან პატივისცემას იმსახურებს. მაგალითად, კლუბის პრეზიდენტმა ურბანო კაირომ განაცხადა, რომ საზონოვის თამაში ბოლო ორ შეხვედრაში მოეწონა და მისი 7 ოქტომბერს ტურინულ დერბიში მონაწილეობის იმედი აქვს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა დადებითი შეფასება დაიმსახურა: 6.9 Sofascore-სგან, 6.8 whoscored-ისგან და 6.7 flashscore-სგან.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მალე გამოჯანმრთელება და წარმატებები საბას, მაგრად იდგა ამ არასრულ ორ შეხვედრაში და ეს ყველამ კარგად შეამჩნია, მწვრთნელმა კი ყველაზე მეტად და დაიმედდა მისით. კოჭწვივის შეშუპება იცის როცა მეტოქე ბუცის ქაცვს ძვალზე მოგარტყამს ანუ "შიტოკისაგან" დაუცველ რბილობზე რაც ყველაზე მსუბუქ ფარგლებში 8-10 დღე იწვევს უქმობას გადარჩა რომ არ მოატეხა საერთოდ ფეხი იმ "ნაჯახმა". მაგრამ არაუშავს ბიჭში პოტენციალი ნათლად ჩანს და იურიჩი 2 სეზონში მისგან სერია ას ერთერთ ყველაზე მოთხოვნად ცენტრ: მცველს გამოძერწავს.
Charley
03:11 03-10-2023
0
სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ საბას.
თამაზი
04:46 03-10-2023
1

სიახლეები პოპულარული