"რეალს" დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენ ჩემპიონები ვართ... იცით, ქართველები ბრაზილიელებს რით ვგავართ?" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ AS-თან

AutoSharing Option
დღეს, 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, "ნაპოლი" "რეალს" უმასპინძლებს, ესპანური გამოცემა AS-ი "პარტენოპეის" ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას, სხვადასხვა საკითხზე გაესაუბრა. მოგეხსენებათ, "კვარა" ბავშვობაში "სამეფო კლუბის" გულშემატკივარი გახლდათ და მისთვის დღევანდელი მატჩი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

"ნეაპოლელი ხალხის სიყვარულს მუდმივად ვგრძნობ, მათ გარეშე აქამდე ვერ მოვაღწევდით. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვართ, რომელ ქვეყანაში, ქალაქსა თუ სტადიონზე, ისინი მუდამ გვგულშემატკივრობენ. ეს ადამიანები ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ.

როდესაც სკუდეტო მოვიგეთ, აღნიშვნა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. აპრილში "იუვენტუსთან" გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
სიმართლე გითხრათ, თვალებს ვერ ვუჯერებდი. ფეხბურთელებმა ავტობუსის სახურავზე გადავინაცვლეთ და ეს სიხარული მათთან ერთად გავიზიარეთ.

ჩვენ, ქართველი ფეხბურთელები, თამაშს ქუჩაში ვსწავლობთ. ამით ბრაზილიელებს ვგავართ.

მადრიდის "რეალის" თამაშების ყურებაში გავიზარდე, სულ მალე კი მოედანზე მათ წინააღმდეგ ვიბრძოლებ. შეუძლებელია, ამით არ აღფრთოვანდე.

კრიშტიანო რონალდო და გუტი ჩემი საყვარელი მოთამაშეები არიან. ვცდილობდი, მათთვის მიმებაძა, გამემეორებინა მათი მოძრაობები, კარში დარტყმები... განსაკუთრებით მომწონდა, თუ როგორ ეპყრობოდა გუტი ბურთს. ჩვენ ერთმანეთში რამდენიმე სიტყვაც გავცვალეთ, ამან ძალიან გამახარა, ოცნების ასრულებას ჰგავდა.

ვინისიუსი შესანიშნავი ფეხბურთელია, თავის პოზიციაზე საუკეთესოა. მის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოცდილება იქნება; ასევე - მოდრიჩის, ბელინგემის, კროოსის... შემიძლია მთელი გუნდი ჩამოგითვალოთ. ისინი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან და პატივს ვცემთ, თუმცა არავისი გვეშინია, ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ და მათ წინააღმდეგ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

მოგეხსენებათ, "ნაპოლი" წინა სეზონამდე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში არასდროს გასულა. ეს უდიდესი მიღწევა იყო, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ვნახოთ, რამდენად შორს წასვლას შევძლებთ.

მინდა ლუჩანო სპალეტის უდიდესი მადლობა გადავუხადო, მას ჩემი სჯეროდა და პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება მომცა. მის მიმართ მადლიერებას ბოლომდე ვერასდროს გამოვხატავ, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ლუჩანოსთან დროდადრო ვსაუბრობ, ის ჩვენს მხარდაჭერას აგრძელებს.

რუდი გარსია ბრწყინვალე მწვრთნელია, ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესები ვხდებით. ნელ-ნელა მის ტაქტიკასა და ხედვებს უკეთ ვიგებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მალე საუკეთესო ფორმაში ვიქნებით. ჩვენ ვართ ჯგუფი, რომელიც მწვრთნელის მითითებებს ბოლომდე ასრულებს.

ოსიმენი განსაკუთრებული ბიჭია. როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთ მზადაა, დახმარების ხელი გამოგიწოდოს. 

ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, მინდა ჩემი თამაში გავაუმჯობესო და ყველაფერი მოვიგო, რისი მოგებაც შესაძლებელია. რაზე ვოცნებობ? მსურს ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, ასევე ვითამაშო ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად", - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "რეალის" მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

altდღეს "ნაპოლი" VS "რეალია" - ხვიჩა, ვინი, ჯუდი - დიდი ფეხბურთელების დაპირისპირება "მარადონაზე"

altკარლო ანჩელოტი: "კვარა" და ოსიმენი თამაშობდნენ, თამაშობენ და ძალიან მაღალ დონეზე ითამაშებენ

მკითხველის კომენტარები / 42 /
სოკრატეა
სებო
03 ოქტომბერი 2023 16:55
8
რუსი ხარ
Stf
03 ოქტომბერი 2023 18:55
2
ხვიჩა ისიამოვნე და ჩვენც გვასიამოვნე. რეალი ის გუნდია მწვერვალს რომ ეძახიან ფეხბურთში. რეალთან არც წაგებაა დასაძრახი და მოგებაც დიდი გასახარია. ჩვენ შენი გვჯერა და გვეიმედება. ყველამ ნახოს რა ბრილიანტიც გვყავხარ. ❤️
G.LA
03 ოქტომბერი 2023 16:37
3
ოხოხო? თქვენი ქლესა თავი რა ვთქვი? ეხლაა გახდა ხვიჩა: ბრილიანტი, ოქრო, ვერცხლი? დაგავიწყდათ როგორ, უსინდისოდ დაუმსახურებლად ლანძღავდით?
სკლეროზიანებს!
03 ოქტომბერი 2023 20:51
3
გაიხარე კვარა! ეს რა დღეები გვაჩუქე და რალამაზ ზღაპარში გვამოგზაურებ! ამის გააზრება ახლაც კი რთულია! პირველივე სეზონში სერია A-ს ჩემპიონი, საუკეთესო ფეხბურთელი. საუკეთესო გოლის ავტორი. საუკეთესო მეპასე, გენაცვალე! მსოფლიოს კიდე უფრო ახლოს გააცანი ჩვენი ქვეყანა. მსოფლიოში უამრავი ადამიანი დაინტერესდებოდა და მოიძიებდა ინფორმაციას საიდან მოხვდა ეს მარგალიტი ნეაპოლში, და ნახავდა რაც ოფიციალურად ყველგან არის დაფიქსირებული, დინამო ბათუმი. ეს უკვე ზღაპარზე მეტია. წარმატებები! უფალი გფარავდეს!
ირაკლი
03 ოქტომბერი 2023 15:20
1
ჯობდა სრულად გეთარგმნათ ინტერვიუ
ტოტტი
03 ოქტომბერი 2023 14:51
2
2:0 მოუგებს რეალი
ვაჟა
03 ოქტომბერი 2023 14:49
28
Midi kvara, saqartvelo shentanaa.reali tuara barsa dagirekavs uechveli.aravis gadayve,qinqlaze faneb is siyvarulma dagupa.mudmivi mxolod sheni samshobloa da ar usmino zogiert vai qartvelebs.
Gia
03 ოქტომბერი 2023 14:42
2
ყველა სურვილი აგისრულოს ღმერთმა!
Lasha
03 ოქტომბერი 2023 14:24
1
შენი ოცნებების აღსრულებისა იყოს,ჩვენო ხვიჩა!!!
მერაბი
03 ოქტომბერი 2023 14:23
1
მაგარი ხარ ხვიჩა !!!
ჩვენი დიდი იმედი!!!
მთელი საქართველო და მსოფლიო დღეს შენი თამაშის მოლოდონში არის!!!!
მიაწექი ხვიჩა!!
ჯონი
03 ოქტომბერი 2023 14:03
2
გეთამაშა მერე ძმაო ვინ დაგიშალა. თამაში კი არა ევროპის მოგებაც შეგეძლო
ასეა ეს
03 ოქტომბერი 2023 13:38
31

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული