"რეალს" დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენ ჩემპიონები ვართ... იცით, ქართველები ბრაზილიელებს რით ვგავართ?" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ AS-თან

AutoSharing Option
დღეს, 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, "ნაპოლი" "რეალს" უმასპინძლებს, ესპანური გამოცემა AS-ი "პარტენოპეის" ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას, სხვადასხვა საკითხზე გაესაუბრა. მოგეხსენებათ, "კვარა" ბავშვობაში "სამეფო კლუბის" გულშემატკივარი გახლდათ და მისთვის დღევანდელი მატჩი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

"ნეაპოლელი ხალხის სიყვარულს მუდმივად ვგრძნობ, მათ გარეშე აქამდე ვერ მოვაღწევდით. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვართ, რომელ ქვეყანაში, ქალაქსა თუ სტადიონზე, ისინი მუდამ გვგულშემატკივრობენ. ეს ადამიანები ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ.

როდესაც სკუდეტო მოვიგეთ, აღნიშვნა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. აპრილში "იუვენტუსთან" გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
სიმართლე გითხრათ, თვალებს ვერ ვუჯერებდი. ფეხბურთელებმა ავტობუსის სახურავზე გადავინაცვლეთ და ეს სიხარული მათთან ერთად გავიზიარეთ.

ჩვენ, ქართველი ფეხბურთელები, თამაშს ქუჩაში ვსწავლობთ. ამით ბრაზილიელებს ვგავართ.

მადრიდის "რეალის" თამაშების ყურებაში გავიზარდე, სულ მალე კი მოედანზე მათ წინააღმდეგ ვიბრძოლებ. შეუძლებელია, ამით არ აღფრთოვანდე.

კრიშტიანო რონალდო და გუტი ჩემი საყვარელი მოთამაშეები არიან. ვცდილობდი, მათთვის მიმებაძა, გამემეორებინა მათი მოძრაობები, კარში დარტყმები... განსაკუთრებით მომწონდა, თუ როგორ ეპყრობოდა გუტი ბურთს. ჩვენ ერთმანეთში რამდენიმე სიტყვაც გავცვალეთ, ამან ძალიან გამახარა, ოცნების ასრულებას ჰგავდა.

ვინისიუსი შესანიშნავი ფეხბურთელია, თავის პოზიციაზე საუკეთესოა. მის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოცდილება იქნება; ასევე - მოდრიჩის, ბელინგემის, კროოსის... შემიძლია მთელი გუნდი ჩამოგითვალოთ. ისინი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან და პატივს ვცემთ, თუმცა არავისი გვეშინია, ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ და მათ წინააღმდეგ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

მოგეხსენებათ, "ნაპოლი" წინა სეზონამდე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში არასდროს გასულა. ეს უდიდესი მიღწევა იყო, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ვნახოთ, რამდენად შორს წასვლას შევძლებთ.

მინდა ლუჩანო სპალეტის უდიდესი მადლობა გადავუხადო, მას ჩემი სჯეროდა და პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება მომცა. მის მიმართ მადლიერებას ბოლომდე ვერასდროს გამოვხატავ, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ლუჩანოსთან დროდადრო ვსაუბრობ, ის ჩვენს მხარდაჭერას აგრძელებს.

რუდი გარსია ბრწყინვალე მწვრთნელია, ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესები ვხდებით. ნელ-ნელა მის ტაქტიკასა და ხედვებს უკეთ ვიგებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მალე საუკეთესო ფორმაში ვიქნებით. ჩვენ ვართ ჯგუფი, რომელიც მწვრთნელის მითითებებს ბოლომდე ასრულებს.

ოსიმენი განსაკუთრებული ბიჭია. როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთ მზადაა, დახმარების ხელი გამოგიწოდოს. 

ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, მინდა ჩემი თამაში გავაუმჯობესო და ყველაფერი მოვიგო, რისი მოგებაც შესაძლებელია. რაზე ვოცნებობ? მსურს ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, ასევე ვითამაშო ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად", - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "რეალის" მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

altდღეს "ნაპოლი" VS "რეალია" - ხვიჩა, ვინი, ჯუდი - დიდი ფეხბურთელების დაპირისპირება "მარადონაზე"

altკარლო ანჩელოტი: "კვარა" და ოსიმენი თამაშობდნენ, თამაშობენ და ძალიან მაღალ დონეზე ითამაშებენ

მკითხველის კომენტარები / 42 /
გაიხარე კვარა! ეს რა დღეები გვაჩუქე და რალამაზ ზღაპარში გვამოგზაურებ! ამის გააზრება ახლაც კი რთულია! პირველივე სეზონში სერია A-ს ჩემპიონი, საუკეთესო ფეხბურთელი. საუკეთესო გოლის ავტორი. საუკეთესო მეპასე, გენაცვალე! მსოფლიოს კიდე უფრო ახლოს გააცანი ჩვენი ქვეყანა. მსოფლიოში უამრავი ადამიანი დაინტერესდებოდა და მოიძიებდა ინფორმაციას საიდან მოხვდა ეს მარგალიტი ნეაპოლში, და ნახავდა რაც ოფიციალურად ყველგან არის დაფიქსირებული, დინამო ბათუმი. ეს უკვე ზღაპარზე მეტია. წარმატებები! უფალი გფარავდეს!
ირაკლი
03 ოქტომბერი 2023 15:20
1
Რეალს ვგულშემატკივრობ მეც ბავშვობიდან მაგრამ არასოდეს არ მდომებია რო ის განადგურებულიყო, მინდა, ძალიან მინდა დღეს ხვიჩა მოაჯდეს და აჭენოს თავის კარვახალიან რუდიგერიანათ, ძალიან მინდა რო იუვენტუსი ჩაუტაროს. Მიდი რა ხვიჩა, მჯერა რო ეს შეგიძლია!
Ტტტ
03 ოქტომბერი 2023 17:58
2
არ მინდოდა რაიმე კომენტარის გაკეთება, მაგრამ თითქოს იძულებული ვარ. კიდევ ერთხელ:
- ყველას აქვს უფლება თავისი აზრი დააფიქსიროს, მაგრამ კი არ უნდა შეგვიფიქსიროს.
- ახალგაზრდული ტურნირები სპორტსმენებს აძლევს საშუალებას, რომ დაინახონ.
- კვარას და მიქაუტაძეს ახალგაზრდულში რომც ეთამაშათ მათთვის ვერანაირი ხეირი ვერ იქნებოდა და ვინც მათ პოზიციებზე ითამაშა, შანსი არ ექნებოდა თავის გამოჩენის.
- ოლიმპიადაზე თამაშის ისტორიული შანსი გვექნებოდაო იძახით და ისტორიული ფაქტი დააფიქსირეს კალათბურთელებმა მსოფლიოზე ასპარეზობით მაგრამ, ხორცსაკებ მანქანაში გაატარეთ.

არ დაგღალათ ამ დაქირავებული მოტირალებივით ტირილმა?
გიგი
03 ოქტომბერი 2023 20:37
1
კომენტზე გეტყობათ უჭკუო ადამიანი არ ხართ და უფრო მეტად მიკვირს როგორ ამართლებ-აპრავებ იმას რაც კვარამ ახალგაზრდულის მიმართ ჩაიდინა,ვერ გამიგია ერთი რიგითი, ნორმალური, ქართველისთვის რა უფრო საამაყოა-ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში თამაში,საკუთარი ხალხის წინაშე და ოლიმპიადის საგზური თუ ნაპოლი-ში ოსიმენას ხვევნა- პროშნა. თქვენ! ბატონოო..არ ვიცი იყავით თუ არა ისრაელთან წაგებულ თამაშზე? თუ არ იყავით გეტყვით რომ ამდენი იმედგაცრუებული ქართვველი და არა ფეხბურთის ბალეშიკი მე ერთად არ მინახავს, ბევრს ეტყობოდა რომ ფეხბურთზე საერთოდ პირველად იყვნენ და საფეხბურთო ბუმმა მოიყვანა სტადიონზე,რის აგორებაშიც კვარს თავისი წვლილიც მიუძღვის, მაგრამ მოიქცა ისე როგორც მოიქცა და რაც არ უნდა დალაგებული მიზეზები მოიყვანოთ მაინც ვერ გაამართლებთ. კიდევ...ბელინგემს რომ ადარებთ ცოტა უხერხული ხომ არა არის...ინგლისელებს არაფერში ჭირდებათ ოლიმპიადაზე თუ სხვა ტურნირებზე აუცილებლად მონაწილეობა, რადგანაც ინგლისია და იმიტომ ჩვენ კი ეხლა ვიმკვიდრებთ თავს მსოფლიო რუკაზე და არა მართო სპორტში. ოლიმპიადაზე მონაწილეობა ჩვენთვის იქნებოდა ისტორიული და არა ინგლისის ან გერმანიისთვის...ის ფეხბურთელები კი რომლებიც ვითომდა კვარა-მიქაუტაძის მონაწილეობის შემთხვევაში თავის გამოჩენის შანს დაკარგავდნენ ტყუილად სიტყვების წყობაა და მეტი არაფერი, თუ არა და სად არიან ეხლა ისინი რას თამაშობენ ისეთს რომ ქვეყნის ნაკრების ოლიმპიადის საგზური ვანაცვალეთ-თქვენი ლოგიკით. ამასთან ხვიჩაც და მიქაუტაძეც იმის აჩრდილები არიან ეხლა რაც ამ ტურნირებამდე იყვნენ შედეგობრივათ. ბელინგენნმა და მუსიალამ თუ არ ითამაშეს და დაისვენეს ეტყობათ კიდეც.....
შულაია
04 ოქტომბერი 2023 15:46
1
მთელი შენი სამშობლო დღეს შენთან ვიქნებით! უფალი შეგეწიოს! გურს ქგგალე ხვიჩუ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
03 ოქტომბერი 2023 13:12
1
კვარაცხელიას ჰეითერებო!!!!ისეთ სპორტულ გამომცემლობას როგორიც AS-ია გარეკანზე რომელიმე ქართველი სპორტსმენი დაუბეჭდია??ან ინტერვიუ ჩაუწერია??
გიორგი
03 ოქტომბერი 2023 19:20
5
"ჰეითერები" არ ქვია მაგას ესენი არიან განავალი ჩამპალი
Cecxli
03 ოქტომბერი 2023 21:02
0
ყველა სურვილი აგისრულოს ღმერთმა!
Lasha
03 ოქტომბერი 2023 14:24
1
შენი ოცნებების აღსრულებისა იყოს,ჩვენო ხვიჩა!!!
მერაბი
03 ოქტომბერი 2023 14:23
1
მაგარი ხარ ხვიჩა !!!
ჩვენი დიდი იმედი!!!
მთელი საქართველო და მსოფლიო დღეს შენი თამაშის მოლოდონში არის!!!!
მიაწექი ხვიჩა!!
ჯონი
03 ოქტომბერი 2023 14:03
2
Ყოჩაღ მოკლედ და ლაკონურად გადმოსცა თავისი სათქმელი, წარმატებები ხვიჩა. Დღეს ნაპოლი იგებს.
Გაბო
03 ოქტომბერი 2023 12:47
1
ის რატომ არ თქვით,რომ ესპანეთის ერთ-ერთი ავტორიტეტული სპორტული გამოცემის ყდაზეა გამოსახული ხვიჩა!!
ბექა
03 ოქტომბერი 2023 18:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული