"ნაპოლი" დრამატულ მატჩში "რეალთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „რეალთან“ 2:3 დამარცხდა.

მატჩამდე

ხვიჩა კვარაცხელია თავისი ბავშვობის საყვარელი გუნდის წინააღმდეგ - ეს რაღაც საოცნებო გახლდათ და მთელი ქალაქი მომავალი დაპირისპირების მოლოდინში იყო. „ნაპოლიმ“ სერია A-ში ბოლო ორ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო „რეალმა“ „ჟირონა“ გასვლაზე გაანადგურა და ლა ლიგაში გალიდერდა, თუმცა იქამდე „ატლეტიკოსთან“ მარცხი განიცადა და გამოჩნდა, რომ უნაკლო არ არის. „ბლანკოსმა“ მორატას განეიტრალება ვერ მოახერხა, „ნაპოლის“ კი „ატლეტიკოზე“ დაბალი კლასის შემტევები არ ჰყავს და საინტერესო იყო, მასპინძლები პირველ ნომრად
ითამაშებდნენ თუ არა. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე „სამეფო გუნდს“ აქამდე გასვლაზე ბოლო 27 მატჩიდან მხოლოდ 7 ჰქონდა მოგებული. აგრეთვე ხაზგასასმელია, რომ რუდი გარსიას გუნდში მეტოქის კონტრშეტევისას ნახევარდაცვისა და დაცვის ხაზები გარკვეულწილად გათიშულად მოქმედებდა და ბევრ რამეს სწორედ მოედნის ცენტრში ორთაბრძოლები გადაწყვეტდა. კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში „ფურია როხასთან“ შეხვედრაში კარვახალის დაჯაბვნა ვერ შეძლო და ახლა ისევ მასთან მოუწევდა თავისი კლასის დამტკიცება. გუშინ ნეაპოლში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც ნგრევა არ მოჰყოლია და გამარჯვების შემთხვევაში, შეიძლებოდა იგივე „სან პაოლოზე“ მომხდარიყო, რაც არ მოხდა.

მატჩი

თამაში გუნდებმა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე, მაღალ ტემპში დაიწყეს. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ როდრიგოს დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. მასპინძლებმა შეტევები მოიგერიეს და მეტოქის ნახევარზე აიწიეს. აიწიეს და გაიტანეს კიდეც - კუთხურიდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთზე ნატანმა ბურთი ხარიხას გაარტყა, დამატებაზე კი ყველას ოსტეგორმა დაასწრო. თუმცა მალე „რეალმა“ ანგარიში ვინისიუსის გოლით გაათანაბრა, რომელსაც პასი ბელინგემმა გაუკეთა, ხოლო ცოტა ხანში მერეტის კარი შესანიშნავი დრიბლინგის შედეგად თავად ჯუდმა დალაშქრა. ცხადი იყო, „ბლანკოსის“ ნახევარდაცვა უკეთ მოქმედებდა და ეს შედეგზეც აისახა. მერე შანსი ნეაპოლელებს მიეცათ, ოსიმენს გატანა კეპამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ოსიმენის მოპოვებული პენალტით ზელინსკიმ თანაფარდობა აღადგინა. ხვიჩა უკვე უფრო აქტიურობდა, გარკვეული პერიოდი თამაშს წარმართავდა, პარტნიორებს პასებით ამარაგებდა. მისი დარტყმული მიზანს ასცდა. „ნაპოლი“ ინიციატივას დაეუფლა, თუმცა მოწინააღმდეგემ მალე ბურთი დაიბრუნა და ვინისიუსის დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. შემდეგ ვალვერდეს შორიდან გასროლილი ხარიხიდან მერეტს ზურგში მოხვდა და „სამეფო გუნდი“ დაწინაურდა. აქედან მოყოლებული, მადრიდელებმა ვიზავის სივრცე შეუზღუდეს, დროის გაყვანა დაიწყეს, შტურმზე გადასულმა "ნაპოლიმ" მესამე გოლის გატანა ვერ შეძლო და მარცხი განიცადა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ ტურნირზე 24 ოქტომბერს ბერლინში „უნიონთან“ გამართავს.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"

ნაპოლი - რეალი 2:3
გოლები: 1:0 ოსტეგორი (19), 1:1 ვინისიუსი (27), 1:2 ბელინგემი (34), 2:2 ზელინსკი (54, პენ) 2:3 მერეტი (78, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 42 /
1.აშკარა იყო სხვაობა კლასში,განსაკუთრებით სავალალოდ სისწრაფეებში გამოიყურებოდნენ.2.რა თქმა უნდა დი ლორენცოს შეცდომამ თამაშს თავისი დაღი დაასვა.რეალისთვის ყველაზე არახელსაყრელ და ნაპოლისთვის ხელსაყრელ ვითარებაში მოხდა ეს შეცდომა თუარა შეიძლებოდა რეალი კიდევ უფრო დაეძაბათ,აენერვიულებიათ და კონტრშეტევებშიც კიდევ ეხეირათ.ისე მოდას ზედმეტად აყოლილი ხალხი მთლად საიმედონი არ არიან [ტატუები]გდამწყვეტ მომენტებში ხშირად უშვებენ ფატალურ შეცდომებს.3.რაც შეეხება ხვიჩას,მან ჩაატარა მატჩი სადაც ვარსკვლავები არ მოუწყვეტია მაგრამ არც მთლად ცუდი ყოფილა გუნდის საერთო ფონზე.თანაც თუ გავითვალისწინებთ რა წნეხის და სიმჭიდროვის პირობებში უხდებოდა მოქმედება.მან უბრალოდ უნდა ისწავლოს ცივსისხლიანობა მეტოქის საჯარიმოში და მის მისადგომებთან.
არგუტი
04 ოქტომბერი 2023 01:37
0
ნაპოლის ყველაზე დიდი მინუსი არის ის, რომ შიდა სამზარეულო ძალიან მოიკოჭლებს.

ნაპოლი ეგოისტური გუნდია, სადაც ხვიჩას არავინ აძლევს პასს და კვარა თავისი ინდივიდუალური შესაძლებლობებით ახერხებს იმას რასაც ახერხებს.

ოდნავ ნორმალურ გუნდში, ხვიჩა ოლიმპზე ავა და იმედი მაქვს ამ სეზონის შემდეგ ის უკეთეს გუნდს მოძებნის. წარმატებები ნაპოლის და კვარას.
ფეხბურთი
04 ოქტომბერი 2023 01:17
18
ქართული წერა ისწავლე. უშედეგოთ კი არა უშედეგოდ
გიას
04 ოქტომბერი 2023 09:41
2
რა დაგიჩემებიათ ეს "ხვიჩას არ აძლევენ პასს". ამდენი გადაცემა დღეს რომ ხვიჩას მისცეს მე ჯერ არ მახსოვს. უბრალოდ მხოლოდ 2-ჯერ გაიბრწყინა ამ თამაშში და მორჩა (ისიც უშედეგოთ)
გია
04 ოქტომბერი 2023 01:32
36
ზოგადად მეორე ტაიმი სწორად წარმართა ნაპოლიმ, აქ მთავარი შეცდომები დაუშვა ოსიმენმა, ორ შემთხვევაში კვარა დააიგნორა როცა შანსი იყო ერთი ერთზე, ხანდახან ისე ურტყავს ჰარიჰარალოზე, გამართლებაზეა და 9 ნომერს ცოტა მეტი ფანტაზია მოეთხოვება
ლაშა
04 ოქტომბერი 2023 01:11
2
კმარა კვარა! (ვარდნა!)
იკა
04 ოქტომბერი 2023 01:11
74
არადა ცუდი თამაში არ ქონდა ხვიჩას, მაგრამ აქაური სულით ავადმყოფეფს მიეცათ სალაპარაკო, რახან წაგო ნაპოლმა თამაში, ე.ი ხვიჩას ბრალია, ვაი თქვენს პატრონს
გოგა
04 ოქტომბერი 2023 01:09
7
ნუ ვიდარდებთ, ტროლები არიან, ჩალაზე უფრო იაფები. )))))))) წარმატებები ხვიჩას! ისე მეტი ინდივიდუალიზმი! სწორედ ეს არის მისი მთავარი კოზირი.
რატი
04 ოქტომბერი 2023 01:14
7
ძალიან მაგარი თამაში იყო. კვარასაც ადე თუ ისე კარგი თამაში ქონდა, უბრალოდ არ გაუმართლა :(.........აი ბელინგემი კი სასწაული გვყავს, ხატავს მოედანზე
მურთო
04 ოქტომბერი 2023 01:06
17
კლასში აშკარად იგრძნობოდა სხვაობა, კვარამ მეტი უნდა აიღოს თავის თავზე, როცა ატყობ რომ მიგდის თამაში უნდა მოითხოვო ბურთი სულ მუდამ, აშკარად ჯაბნიდა კარვახალს ერთი ერთზე
მამუკა
04 ოქტომბერი 2023 01:05
4
მოყვარეს პირში უძრახე: საერთოდ ჩააგდო თამაში თითქოს შებოჭილი იყო
კახა
04 ოქტომბერი 2023 01:05
69
კმარა კვარა!
ჩემის აზრით თუ იქნება ბერძნული გრანდიდან დაინტერესება, ხვიჩა უნდა გადავიდეს ოლიმპიკოსში, ეს იქნება კბარადთვის ბოლო შანსი, კვარადონამ ამოწურა თავის თავი ნაპოლში
იკა
04 ოქტომბერი 2023 01:04
97
ზელინსკის დაგინებული ხომ არ აქვს, რომ კვარას პასს არ მისცემს?
Რაგბის ფანი
04 ოქტომბერი 2023 01:03
18
გადაახვიე და თავიდან უყურე, რამდენჯერ საუკეთესო პოზიციაში არ გააყოლა პასი.
დინამოელს
04 ოქტომბერი 2023 01:26
9
წინა სეზონში მარიო რუი, ახლა ზელენსკი არ აძლევს პასებს. კარგი რა, შეთქმულების თეორიებით ნუ უყურებთ თამაშებს
დინამოელი
04 ოქტომბერი 2023 01:15
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული