"ნაპოლი" დრამატულ მატჩში "რეალთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „რეალთან“ 2:3 დამარცხდა.

მატჩამდე

ხვიჩა კვარაცხელია თავისი ბავშვობის საყვარელი გუნდის წინააღმდეგ - ეს რაღაც საოცნებო გახლდათ და მთელი ქალაქი მომავალი დაპირისპირების მოლოდინში იყო. „ნაპოლიმ“ სერია A-ში ბოლო ორ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო „რეალმა“ „ჟირონა“ გასვლაზე გაანადგურა და ლა ლიგაში გალიდერდა, თუმცა იქამდე „ატლეტიკოსთან“ მარცხი განიცადა და გამოჩნდა, რომ უნაკლო არ არის. „ბლანკოსმა“ მორატას განეიტრალება ვერ მოახერხა, „ნაპოლის“ კი „ატლეტიკოზე“ დაბალი კლასის შემტევები არ ჰყავს და საინტერესო იყო, მასპინძლები პირველ ნომრად
ითამაშებდნენ თუ არა. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე „სამეფო გუნდს“ აქამდე გასვლაზე ბოლო 27 მატჩიდან მხოლოდ 7 ჰქონდა მოგებული. აგრეთვე ხაზგასასმელია, რომ რუდი გარსიას გუნდში მეტოქის კონტრშეტევისას ნახევარდაცვისა და დაცვის ხაზები გარკვეულწილად გათიშულად მოქმედებდა და ბევრ რამეს სწორედ მოედნის ცენტრში ორთაბრძოლები გადაწყვეტდა. კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში „ფურია როხასთან“ შეხვედრაში კარვახალის დაჯაბვნა ვერ შეძლო და ახლა ისევ მასთან მოუწევდა თავისი კლასის დამტკიცება. გუშინ ნეაპოლში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც ნგრევა არ მოჰყოლია და გამარჯვების შემთხვევაში, შეიძლებოდა იგივე „სან პაოლოზე“ მომხდარიყო, რაც არ მოხდა.

მატჩი

თამაში გუნდებმა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე, მაღალ ტემპში დაიწყეს. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ როდრიგოს დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. მასპინძლებმა შეტევები მოიგერიეს და მეტოქის ნახევარზე აიწიეს. აიწიეს და გაიტანეს კიდეც - კუთხურიდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთზე ნატანმა ბურთი ხარიხას გაარტყა, დამატებაზე კი ყველას ოსტეგორმა დაასწრო. თუმცა მალე „რეალმა“ ანგარიში ვინისიუსის გოლით გაათანაბრა, რომელსაც პასი ბელინგემმა გაუკეთა, ხოლო ცოტა ხანში მერეტის კარი შესანიშნავი დრიბლინგის შედეგად თავად ჯუდმა დალაშქრა. ცხადი იყო, „ბლანკოსის“ ნახევარდაცვა უკეთ მოქმედებდა და ეს შედეგზეც აისახა. მერე შანსი ნეაპოლელებს მიეცათ, ოსიმენს გატანა კეპამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ოსიმენის მოპოვებული პენალტით ზელინსკიმ თანაფარდობა აღადგინა. ხვიჩა უკვე უფრო აქტიურობდა, გარკვეული პერიოდი თამაშს წარმართავდა, პარტნიორებს პასებით ამარაგებდა. მისი დარტყმული მიზანს ასცდა. „ნაპოლი“ ინიციატივას დაეუფლა, თუმცა მოწინააღმდეგემ მალე ბურთი დაიბრუნა და ვინისიუსის დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. შემდეგ ვალვერდეს შორიდან გასროლილი ხარიხიდან მერეტს ზურგში მოხვდა და „სამეფო გუნდი“ დაწინაურდა. აქედან მოყოლებული, მადრიდელებმა ვიზავის სივრცე შეუზღუდეს, დროის გაყვანა დაიწყეს, შტურმზე გადასულმა "ნაპოლიმ" მესამე გოლის გატანა ვერ შეძლო და მარცხი განიცადა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ ტურნირზე 24 ოქტომბერს ბერლინში „უნიონთან“ გამართავს.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"

ნაპოლი - რეალი 2:3
გოლები: 1:0 ოსტეგორი (19), 1:1 ვინისიუსი (27), 1:2 ბელინგემი (34), 2:2 ზელინსკი (54, პენ) 2:3 მერეტი (78, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 42 /
დიდ გუნდებთან უჭირს მთელ გუნდს. ხვიჩასაც და სხვებსაც.
აი, უდინეზესთან ბრწყინავენ!
8
,,,არავითარი დრამატული მატჩი არ იყო,წააგეს ფაქტით,რეალზე ნაკლები კლასის შემსრულებლებით,გუნდში.რაგბის დროსაც ეს უაზრო კლიშე რომ დააბრევიატურეთ,საქართველომ დრამატულ მატში წააგო,ფიჯისთანო,წააგო ფაქტობრივად,ყველა კომპონენტში,მწვრთნელით დაწყებული,მოთამაშეებით დამთავრებული და ჩვენდა საუბედუროდ,დიდი, უმეტეს შემთხვევაში ნაკლებად შედეგიანი,თავდადებითი ტრამვიანობით,ბიჭების...რაც შეეხება ნაპოლის და კვარაცხელიას.....მერეტზე ძლიერი მეკარე ესაჭიროებათ,ონანას დონეზე არანაკლები,მაინც.კიმის შეცვლელიც ვერ იპოვეს,დამცველის ძიებაში არიან,ნახევარ დაცვაDიც სტაბილურობა ნაკლებია,კონკურენცია ჯი დიდი,ახლებს მეტი დრო უნდა მიეცეთ,ორივე,დანიელი ფეხბურთელიც და .....ლობოტკაზე და ზიელინსკიზე ნაკლებები არ არინ,თუ მეტი არა და ანგისას დონეზე გადიან,ხვიჩამ კი,სანამ თავისი შესაძლებლობების პიკზეა უნდა გაასწროს მაფიოზურ დე ლაურენტისს,დროზე.ოცდა შვიდწლამდე ერთ ერთი დაბალანაზღაურებადია გუნდში და ასეც დარჩება ამ წერილობით კონტრაქტის ბოლომდე,რაც არ უნდა უკეთესად არ ითამაშოს, სინამდვილეში კი,ორ კაცზე მისვლით,დრიბლინგებს საგრძნობლად მოუკლო,ეთი ორჯერ სცადა, ვერ გამოუვიდა,და შეწყვიტა,შიშობს ბურთის დაკარგვას,გუტი,მესხი....,ეგრე არ იქცეოდენ,თუ დაიწყე,ბოლომდე მიაწექი ვერტიკალური პასები კი მართლა კარგი აქვს,მაგრამ უმრავლესობაში ვერ უგებენ,მარტო დიდ თითს უწევს მაღლა,ოსიმჰენი,ზოგჯერ,დაცვაშიც ნაკლებადაა,ერთი ართმევა თამაშში,არაფერია,თუნდაც ფეხებში ჩავარდნით.რეალში თუ გადავა,დროულად,ყველაფერიც უფრო გამოუვა....ნაპოლიმ ,შეიძლება სკუდეტოსთვის ბრძოლა განაგრძოს,და თუ გუნდმა არ მოუმატა,დღევანდელი თამაშით,ძალიან გაუჭირდება, სამეულში მოხვედრაც კი,ჩემპიონთა ლიგაზე კი,მეოთხედ ფინაLში გასვლა,ამ შემადგელობით უკვე დიდი მიღწევა იქნება.., .
ზ.მ.
11:20 04-10-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული