"ნაპოლი" დრამატულ მატჩში "რეალთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „რეალთან“ 2:3 დამარცხდა.

მატჩამდე

ხვიჩა კვარაცხელია თავისი ბავშვობის საყვარელი გუნდის წინააღმდეგ - ეს რაღაც საოცნებო გახლდათ და მთელი ქალაქი მომავალი დაპირისპირების მოლოდინში იყო. „ნაპოლიმ“ სერია A-ში ბოლო ორ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო „რეალმა“ „ჟირონა“ გასვლაზე გაანადგურა და ლა ლიგაში გალიდერდა, თუმცა იქამდე „ატლეტიკოსთან“ მარცხი განიცადა და გამოჩნდა, რომ უნაკლო არ არის. „ბლანკოსმა“ მორატას განეიტრალება ვერ მოახერხა, „ნაპოლის“ კი „ატლეტიკოზე“ დაბალი კლასის შემტევები არ ჰყავს და საინტერესო იყო, მასპინძლები პირველ ნომრად
ითამაშებდნენ თუ არა. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე „სამეფო გუნდს“ აქამდე გასვლაზე ბოლო 27 მატჩიდან მხოლოდ 7 ჰქონდა მოგებული. აგრეთვე ხაზგასასმელია, რომ რუდი გარსიას გუნდში მეტოქის კონტრშეტევისას ნახევარდაცვისა და დაცვის ხაზები გარკვეულწილად გათიშულად მოქმედებდა და ბევრ რამეს სწორედ მოედნის ცენტრში ორთაბრძოლები გადაწყვეტდა. კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში „ფურია როხასთან“ შეხვედრაში კარვახალის დაჯაბვნა ვერ შეძლო და ახლა ისევ მასთან მოუწევდა თავისი კლასის დამტკიცება. გუშინ ნეაპოლში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც ნგრევა არ მოჰყოლია და გამარჯვების შემთხვევაში, შეიძლებოდა იგივე „სან პაოლოზე“ მომხდარიყო, რაც არ მოხდა.

მატჩი

თამაში გუნდებმა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე, მაღალ ტემპში დაიწყეს. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ როდრიგოს დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. მასპინძლებმა შეტევები მოიგერიეს და მეტოქის ნახევარზე აიწიეს. აიწიეს და გაიტანეს კიდეც - კუთხურიდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთზე ნატანმა ბურთი ხარიხას გაარტყა, დამატებაზე კი ყველას ოსტეგორმა დაასწრო. თუმცა მალე „რეალმა“ ანგარიში ვინისიუსის გოლით გაათანაბრა, რომელსაც პასი ბელინგემმა გაუკეთა, ხოლო ცოტა ხანში მერეტის კარი შესანიშნავი დრიბლინგის შედეგად თავად ჯუდმა დალაშქრა. ცხადი იყო, „ბლანკოსის“ ნახევარდაცვა უკეთ მოქმედებდა და ეს შედეგზეც აისახა. მერე შანსი ნეაპოლელებს მიეცათ, ოსიმენს გატანა კეპამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ოსიმენის მოპოვებული პენალტით ზელინსკიმ თანაფარდობა აღადგინა. ხვიჩა უკვე უფრო აქტიურობდა, გარკვეული პერიოდი თამაშს წარმართავდა, პარტნიორებს პასებით ამარაგებდა. მისი დარტყმული მიზანს ასცდა. „ნაპოლი“ ინიციატივას დაეუფლა, თუმცა მოწინააღმდეგემ მალე ბურთი დაიბრუნა და ვინისიუსის დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. შემდეგ ვალვერდეს შორიდან გასროლილი ხარიხიდან მერეტს ზურგში მოხვდა და „სამეფო გუნდი“ დაწინაურდა. აქედან მოყოლებული, მადრიდელებმა ვიზავის სივრცე შეუზღუდეს, დროის გაყვანა დაიწყეს, შტურმზე გადასულმა "ნაპოლიმ" მესამე გოლის გატანა ვერ შეძლო და მარცხი განიცადა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ ტურნირზე 24 ოქტომბერს ბერლინში „უნიონთან“ გამართავს.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"

ნაპოლი - რეალი 2:3
გოლები: 1:0 ოსტეგორი (19), 1:1 ვინისიუსი (27), 1:2 ბელინგემი (34), 2:2 ზელინსკი (54, პენ) 2:3 მერეტი (78, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 42 /
არადა ცუდი თამაში არ ქონდა ხვიჩას, მაგრამ აქაური სულით ავადმყოფეფს მიეცათ სალაპარაკო, რახან წაგო ნაპოლმა თამაში, ე.ი ხვიჩას ბრალია, ვაი თქვენს პატრონს
გოგა
01:09 04-10-2023
7
რაზე დავფიქრდი იცით? რეალს საქართველოში მცხოვრებ ხალხზე მეტი ქომაგები თუ ჰყავთ კიდევ სადმე სხვა ქვეყანაში პროცენტულად. ?რა თქმა უნდა ესპანეთს და მადრიდს არ ვგულისხმობ. ეს ხალხი ჩრდილოეთ კორეის ხალხს მაგონებენ,რომლებიც კიმ ჩინების დინასტიას გლოვობენ. რეალის წაგებისას. ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი, ასევეა ბარსას ფანებიც. რაც შეეხება თამაშს რეალი უკეთესი იყო, მაგრამ არა აშკარად . ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა. ჩემ აზრს ვამბობ, შეიძლება არ ვარ ობიექტური. იმიტომ რომ არ მინდოდა ნაპოლის წაგება. ხვიჩას თამაში მომეწონა, მაგრამ ვფიქრობ ნერვიულობდა ზედმეტად. ვინც ამბობთ ოლიმპიაკოსის და ტორინოს დონისააო, თქვენც ხომ კარგად ხვდებით რომ ეს ასე არაა და თან თავსაც იმშვიდებთ, ვითომ ბოღმები არ იყოთ. საერთოდ რატომ აკეთებთ კომენტარს.? ამით ვინმეს აღიზიანებთ გგონიათ?
დავით 67
04:00 04-10-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული